დონარუმას ინგლისში ეპატიჟებიან

ჯანლუიჯი დონარუმას საკითხი კვლავ აქტუალურია. იტალიური პრესის ცნობით, მილანის მეკარის გადაბირებას ჩელსი ცდილობს. მეტიც, არისტოკრატებმა დონარუმასთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყეს.

 

დონარუმას გადაბირება რამდენიმე გუნდს სურდა, თუმცა როგორც ხედავთ იტალიელი კვლავ მილანშია. მის დამატებასთან ყველაზე ახლოს პსჟ იყო, თუმცა პარიზელებს მიზნის მისაღწევად ცოტა დააკლდათ.

 

რაც შეეხება ჩელსის, რამდენჯერმე ითქვა, რომ ფრენკ ლამპარდი კეპა არისაბალაგათი უკმაყოფილოა და მის გუნდიდან გაშვებას გეგმავს. ესპანელმა მეკარემ ბოლო სეზონში მართლაც ბევრი შეცდომა დაუშვა და ბუნებრივია, რომ ლონდონელები მის შემცვლელს ეძებენ.

 

2019-20 წლების სეზონში ჩელსი პრემიერლიგაში მეოთხე ადგილზე გავიდა, ჩემპიონთა ლიგას კი 1/8 ფინალში ბაიერნთან 2 მატჩში 1:7 დამარცხდა.