აზერბაიჯანიც მონელებულია

საქართველოს ნაკრების მომდევნო მეტოქე კვიპროსია

საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ნაკრებმა, მალტაში, ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, კარგად დაწყებული საქმე უკეთესად გააგრძელეს და ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვეს.

 

ჯგუფის პირველ მატჩში, ქართველმა ხელბურთელებმა მასპინძლები დიდი ანგარიშით გაანადგურეს, შემდეგ კი მათ აზერბაიჯანელებიც დააყოლეს. მალტასთან თუ ნაკრებმა შედარებით იოლად იმარჯვა, ჩვენს მეზობლებთან წარმატება მარტივად არ მოსულა - 30:25.

 

საქართველოს ნაკრებში 6-6 გატანილი გოლით თავი ჭანტურიამ და ცხოვრებაძემ გამოიჩინეს, 5-ჯერ აიღო მეტოქის კარი წითელაშვილმა, ხოლო 4-ჯერ არსენიშვილმა. აზერბაიჯანელებს გოლები არც სხვებმა დააკლეს.

 

ამრიგად, საქართველოს ნაკრებს ორი მოგება აქვს და 13 იანვარს კვიპროსს დაუპირისპირდება.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.