რუსთავს ახალი თავი ეყოლება

რუსთავს ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. უჩა სოსიაშვილმა პოსტი დატოვა. 29 წლის სპეციალისტმა რამდენიმე თვე იმუშავა რუსთავში. მანამდე, სეზონის საწყის ტურებში სამტრედიას თავკაცობდა.

თავიდანვე მოყოლებული, რუსთავი სულ ცხრილის შუაში ტრიალებდა. ერთი პერიოდი საშიშ ზონას მიუახლოვდა, მაგრამ საბოლოოდ მეშვიდეზე გავიდა.   

 

შეგახსენებთ, სოსიაშვილი 25 წლის იყო, როცა მისი მწვრთნელობით გორის დილა საქართველოს ჩემპიონი გახდა. ეს 2015 წელს. ვინ შეცვლის სოსიაშვილს, ჯერ უცნობია. ისე კი, გიორგი შაშიაშვილის კანდიდატურაზე საუბრობენ. შაშიაშვილი წლეულს დილაში მუშაობდა...




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.