ბეკერის სია

ბორისმა შარაპოვა ჩამოწერა

რაღა დარჩა. სულ მალე, მწვანე კონტინენტზე წლის პირველი დიდი სლემის გათამაშება დაიწყება. როგორც წესი, ყველა დიდი ტურნირის წინ, იწყება მსჯა-ბაასი თუ გამარჯვების ვის მეტი შანსი აქვს, ყველას ჰყავს თავისი ფავორიტი. 

 

ახლო წარსულში ბრწყინვალე ჩოგბურთელმა ბორის ბეკერმაც საზოგადოებას თავისი ვერსია გაანდო, ოღონდ მხოლოდ ქალთა ერთეულთა თანრიგზე ისაუბრა:

 

„სიმონა ჰალეპი და ანჟელიკ კერბერი თანაბარი ძალის ჩოგბურთელები არიან. ისინი ერთ სტილში თამაშობენ. ჰალეპს, ამ ეტაპზე მოწოდების და მარჯვნიდან დარტყმის პრობლემა აქვს, თანაც ტრავმის გამო გარკვეული დრო გაუცდა. ვისურვებდი მათი დაპირისპირება ფინალში ვიხილო, თუმცა ტურნირის მოგება სხვა ჩოგბურთელებსაც შეუძლიათ. ნელ-ნელა ფორმაში შედის სერენა უილიამსი და ნურც მოქმედ ჩემპიონს, კაროლინ ვოზნიაცკის დავივიწყებთ.

 

მომწონს გარბინიე მუგურუზაც, აი , მარია შარაპოვას კი ერთ-ერთ ფავორიტად ნამდვილად არ მივიჩნევ. მას, ხელახლა მოუწევს დაამტკიცოს თუ რისი მაქნისია. ასევე არ შემიძლია გვრედი ავუარო იულია გერგესს და კაროლინა პლიშკოვას“ - ციტირებს ბორის ბეკერს ევროსპორტი.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.