მონცა - ახალი მილანი

 

 

 

 

 

 

 

დაუოკებელი კაცია სილვიო ბერლუსკონი. იტალიის ყოფილი პრემიერმინისტრი და მილანის ამაღოეძინებელი. მან საშინელ მდგომარეობაში ჩავარდნილი კლუბი1986 წელს იყიდა. 1985-86 წლების სეზონი მილანმა მეშვიდე ადგილზე დაამთავრა და ევროთასებზე ვერ მოხვდა. 80-იანის დასაწყისში კი ორჯერ დაქვეითდა კიდეც სერია B-ში. თუმცა იტალიელმა ბიზნესმენმა კლუბში ფული ჩადო და სულ სხვა დონეზე აიყვანა.

ბერლუსკონის ეპოქაში როსონერიმ ხუთჯერ გაიმარჯვა ჩემპიონთა ლიგაში, რვა სკუდეტო,  ქვეყნის ერთი თასი და ერთიც სუპერთასი მოიგო.

 

Galliani reveals president Berlusconi's dream scenario at AC Milan

 

2017 წლის აპრილში დონ სილვიომ მილანი ჩინელ ინვესტორებს 740 მილიონ ევროდ მიჰყიდა, თუმცა ფეხბურთიდან არ წასულა. უკვე მომდევნო წლის ზაფხულში პატარა მონცა შეიძინა, რომელსაც ამავე დასახელების ქალაქის სახელი ჰქვია და მილანიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 20 კილომეტრში მდებარეობს.

გასული სეზონი სერია C-ში კორონავირუსის გამო შეწყდა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია  მონცასთვის A ჯგუფში პირველი ადგილი დაეკავებინა და 19 წლის განმავლობაში პირველად გადასულიყო სერია B-ში. ახლა 83 წლის ყოფილ პრემიერმიმისტრს ახალი მიზანია აქვს - სერია A.

ბებერმა სილვიომ კარგი ურთიერთობა შეინარჩუნა მილანის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტთან, ადრიანო გალიანისთან, სწორედ ამ უკანასკნელმა ურჩია, მონცა ეყიდა.

„არკორში, ერთხელ საუზმისას, სილვიოს ვუთხარი, რომ კოლომბოს ოჯახი კლუბს ყიდდა. უკვე სადილისას მან სტუმრებს ჰკითხა, რას ფიქრობდნენ ამ ამბავზე. მე არაფერი მითქვამს. მომიბრუნდა და მითხრა: „წადი და გააკეთე ეს.“ დღის ბოლოს ის უკვე კლუბის მეპატრონე იყო.“ - იხსენებს გალიანი, რომელიც წარმოშობით სწორედ მონცადანაა.

 

Monza, no other club in Serie C has spent as much as Berlusconi |  Calciomercato.com

 

საოჯახო ჰოლდინგური კომპანიის, Fininvest-ის მეშვეობით, ბერლუსკონიმ კლუბი 3 მილიონ ევროდ შეიძინა და დაახლოებით 10 მილიონის ინვესტიცია უკვე განახორციელა. აღმასრულებელმა დირექტორმა გალიანიმ ზუსტად გაწერა გეგმა - ბერლუსკონი კიდევ  30 მილიონს ჩადებს კლუბში.

„აქ იმისთვის არ მოვსულვართ, რომ დავიმალოთ. მოვედით, რომ კლუბი სერია სერია A-ში აღვაზევოთ,“ - ამბობს გალიანი.

ბერლუსკონი კი მისი გუნდის პირველი წარმატების შემდეგ უფრო თავშეკავებული იყო: „როგორ აღვნიშნე გამარჯვება? შინ, ჩემს ქალიშვილთან ერთად სადღეგრძელო წარმოვთქვი. მოგეხსენებათ, ახლა დიდი წვეულებების მოწყობა აკრძალულია. მადლობა მოთამაშეებს, მწვრთნელებს, მენეჯერებს და ცოტა ჩვენც,“ - უთხრა ბერლუსკონიმ ადგილობრივ მედიას.

ახლა ცოტა რამ გუნდის შესახებ. ყიდვიდან ერთი თვის თავზე, ბერლუსკონიმ და გალიანიმ, მთავარ მწვრთნელად მილანისა და ლაციოს ყოფილი ფეხბურთელი კრისტიან ბროკი დანიშნეს, რომელიც დღესაც მუშაობს. სერია A-ს გამოცდილების რამდენიმე ფეხბურთლიც დაიმატეს. მაგალითად, ჯენოას ყოფილი მეკარე ეუჯენიო ლამანა, ასევე მცველები მარიო სამპარიზი და ჯუზეპე ბელუში. იტალიის ნაკრების ექს-მოთამაშე გაბრიელ პალეტა, რომელიც თავის დროზე პარმასა და მილანში თამაშობდა.

 

Monza: A Serie C club with Serie A mindset - BeSoccer

 

ბერლუსკონის ახალგაზრდების გაზრდაც დაუსახავს მიზნად, თუმცა სატრანსფერო პოლიტიკასაც არ ივიწყებს. მაგალითად, ახლახან ხორვატიის ჩემპიონატის საუკეთესო მეგოლე, მარკო მარიჩი იყიდეს 4,5 მილიონ ევროდ ოსიეკიდან. ლეხიდან პოლონეთის ჩემპიონატის ბომბარდირი, დანიის ნაკრების შემტევი, კრისტიან გიტკიაერი დაიმატეს, ლეჩედან ჯულიო დონატი, პარმიდან კი ანტონიო ბარილა. გალიანი კაკას სთხოვდა განეახლებინა კარიერა და მონცას დახმარებოდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. საუბარი იყო ზლატან იბრაჰიმოვიჩის გადაბირებაზეც.

ზლატანი იხსენებს: „გალიანიმ დამირეკა და მითხრა: როგორც ვატყობ, ახლანდელი მილანი შენი არ არის. იცოდე, შენი ძველი მილანი ქალაქიდან 20 კილომეტრშია.

მომწონს გალიანი. ნამდვილი სპორტული დირექტორია. როცა პირველად დამიკავშირდა მილანი, გალიანი თავად ჩამოვიდა ჩემთან შვედეთში და მითხრა: თუ არ წამოხვალ, აქედან ფეხს არ მოვიცვლიო. ჩემი მეუღლე შეწუხდა: უნდა დავთანხმდეთ, თორემ ეს კაცი აქედან არ წავაო-დასძინა.“

 

Auge y caída de Berlusconi

 

შედეგად, იბრა მილანის ფეხბურთთელი გახდა. გალიანის ჯერჯერობით არაფერი გამოვიდა.

მონცა 1912 წელსაა დაარსებული და სერია A-ში არასოდეს უთამაშია. ეგებ დონ სილვიომ აუსრულოს ადგილობრივებს საუკუნოვანი ოცნება?!