ლექსო ყაულაშვილი ბორდოში რჩება

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში მოასპარეზე ბორდოს ქართველმა ბურჯმა ლექსო ყაულაშვილმა კლუბთან კონტრაქტი 3 წლით გაახანგრძლივა და იქ  2024 წლის ზაფხულამდე ითამაშებს.

 

ყაულაშვილი ბორდოში 2019 წელს გადავიდა ლაროშელიდან, სადაც ხუთი წლის განმავლობაში ასპარეზობდა.

 

შეგახსენებთ, რომ ყაულაშვილის გარდა ბორდოში თამაშობენ საქართველოს ნაკრების მორაგბეები, მესამეხაზელი ბექა გორგაძე და  შერკინების ბურჯი ლაშა ტაბიძე.

 

 

გიგო გოგოლაძე 09 სექტემბერი 2020 -18:26