დავით კაჭარავას ხუთი საუკეთესო მატჩი

ბორჯღალოსანების რეკორდსმენმა ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით, ცენტურიონმა დავით კაჭარავამ მოთამაშის კარიერა დაასრულა.

 

35 წლის მორაგბე  რაგბის დაემშვიდობა, მადლობა გადაუხადა გულშემატკივრებს, ოჯახს, მშობლიურ კლუბ ყოჩებს, ნაკრებს და ზოგადად რაგბის, იმ ფასეულობებთან ზიარებისთვის, რომელიც ამ შესანიშნავ თამაშს ახასიათებს.

 

ჩვენ გამოვარჩიეთ დავით კაჭარავას კარიერაში ხუთი საუკეთესო მატჩი.

 

საქართველო-ნამბიბია 30:0. მსოფლიოს თასი, 2007 წელი

 

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს თასების ისტორიაში პირველი გამარჯვება მოიპოვა. 2007 წლის 26 სექტემბერს ბორჯღალოსნებმა მშრალი ანგარიშით დაამარცხეს ნამიბიის ნაკრები - 30:0. დავით კაჭარავამ შეხვედრაში თავიდან ბოლომდე ითამაშა და მეტოქეს ლელო გაუტანა.

 

 

 

 

ენისეი-ნიუკასლი 24:7, ჩელენჯ კაპი, 2015/16

 

დავით კაჭარავას კლუბმა ენისეიმ მეორე გამარჯვება მოიპოვა ჩელენჯ კაპის გათამაშებაში. ენისეიმ ინგლისური გუნდი 24:7 დაამარცხა. კაჭარავამ, რომელსაც იმ დღეს (16 იანვარს)  31 წელი შუსრულდა, ორი ლელო გაიტანა.

 

 

 

 

ყუბანი-ენისეი 16:42, რუსეთის ჩემპიონატი, 2016 წელი

 

2016 წლის სეზონი თამამად შეიძლება საუკეთესოდ მივიჩნიოთ კაჭარავას კარიერაში. ევროთასებზე ღირსეული გამოსვლასთან ერთად, მისი კლუბი რუსეთის ჩემპიონი და თასის მფლობელი გახდა. ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი კაჭარავამ კრასნოდარში ყუბანის წინააღმდეგ გამართა, რომელშიც 4 ლელო გაიტანა.

 

 

 

 

ტონგა-საქართველო 20:23, ივნისის ტესტები, 2016 წელი

 

ისევ 2016 წელი. საქართველოს ნაკრებმა ოკეანეთის ტურნე დაუმარცხებლად ჩაატარა. 18 ივნისს, ბოლო მატჩში ბორჯღალოსნებმა უმძიმეს ბრძოლაში დაამარცხეს ტონგას ნაკრები - 23:20. ორი ლელო კაჭარავამ გაიტანა. მეორე ლელო საქართველოს ნაკრების შუამარბმა ბოლო წუთზე მიითვალა, რამაც გამარჯვება მოგვიტანა.

 

 

 

 

 

საქართველო-რუმინეთი 41:13, რაგბი ევროპის ჩემპიონატი, 2020

 

საქართველოს ნაკრებმა ტრადიციული მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხეს. იმ დღეს ვერავინ იფიქრებდა, რომ ეს ტურნირი ბოლო იქნებოდა დავით კაჭარავას კარიერაში. ის როგორც ყოველთვის ბრწყინვალე იყო და მეტოქეს ორი ლელო გაუტანა.

 

 

 

 

 

 

 

 

გიგო გოგოლაძე 10 სექტემბერი 2020 -17:17