ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობა უცვლელი რჩება

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს მომდევნო 4 წლის განმავლობაში კვლავ ლერი ხაბელოვი უხელმძღვანელებს. სეოკ-ის პრეზიდენტის პოსტზე ასარჩევად ერთი კანდიდატი იყო წარმოდგენილი. ხაბელოვი, რომელიც ოლიმპიურ კომიტეტს 2012 წლიდან უდგას სათავეში, პრეზიდენტის თანამდებობაზე მესამე ვადით, დღეს გამართულ საანგარიშო-საარჩევნო სესიაზე აირჩიეს. ყრილობაზე ასევე დამტკიცდა აღმასრულებელი კომიტეტის შემადგენლობა.

 

პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე კვლავ ელგუჯა ბერიშვილი იმუშავებს. ვიცე-პრეზიდენტები მამუკა ხაბარელი და ნინო სალუქვაძე იქნებიან, ხოლო გენერალური მდივნის მოვალეობას ემზარ ზენაიშვილი შეასრულებს.

გიგო გოგოლაძე 11 სექტემბერი 2020 -17:53