რეალური ჯაჭვი: ბეილი,მბაპე...

რეალი მზადაა, 20 მილიონ ევროდ გაყიდოს გარეთ ბეილი. N 1 ფავორიტი კი მანჩესტერ იუნაიტედია, რომელმაც ჯეიდონ სანჩოს დორტმუნდიდან გადაყვანა ვერ მოახერხა. ბეილი კი ხუთჯერ იაფია და წიტელ ეშმაკებს შეეძლებათ, რომ სხვა ფეხბურთელების შესაძენადაც დახარჯონ თანხა.

 

არადა, ბეილი 2013 წელს 101 მილიონ ევროდ იყიდა რეალმა. მაშინ მანჩესტერ იუნაიტედსაც სურდა ტოტენჰემის ვარსკვლავის შეძენა, მაგრამ რეალმა იმ დროისთვის ზე-თანხა გადაიხადა.

 

კიდევ ერთი ცნობა რეალზე. გაიზარდა კილიან მბაპეს შეძენის შანსი. მბაპემ პსჟ-ს აცნობა, რომ გაისად გუნდიდან წასვლას აპირებს. რეალისთვის კი, უკვე ორი წელია, ფრანგი თავდამსხმელის ტრანსფერი პრიორიტეტულია. ზინედინ ზიდანი მას ბავშვობიდან იცნობს და ძალიან მოსწონს.