ქეცბაიას ანორთოსისში კიდევ ერთი ქართველი მიჰყავს

გიორგი ქვილითაია კარიერას ანორთოსისში გააგრძელებს. 26 წლის ფეხბურთელი ქეცბაიას გუნდს გენტიდან 1 წლიანი იჯარით შეუერთდება. ცნობილია, რომ მხარეები პირობებზე უკვე შეთანხმდნენ. აღნიშნული ცნობები კვიპროსულმა მედიამ გაავრცელა. 

 

ბოლო პერიოდში ხშირად იწერებოდა, რომ თემურ ქეცბაია ქვილითაიათი იყო დაინტერესებული და როგორც ჩანს 52 წლის მწვრთნელმა მიზანს მიაღწია. გეცოდინებათ ქვილითაიას ქეცბაიას გარდა გუნდში კიდევ სამი თანამემამულე, თორნიკე ოქრიაშილი, ბუბა დაუშვილი და გიორგი ლორია დახვდება

 

ამ სეზონში ქვილითაიას გენტში არ უთამაშია. იგი განაცხადშიც კი მხოლოდ ერთხელ მოხვდა და სავარაუდოა, რომ ქეცბაია მას მეტ შანს მისცემს. რაც შეეხება ანორთოსისს, ფამაგუსტელები კვიპროსის ჩემპიონატში 7 ქულით მეორე ადგილზე არიან. 

საბა საბანაძე 13 სექტემბერი 2020 -15:22