დენვერი დისნეილენდია

კლიპერსმა ვერ დახურა სერია. ბოლო ორ ჩეხვაში გუნდი სოლიდურად იწყებდა და უმუღამოდ ამთავრებდა. 3:1 სერიაში და კლიპერსი აწვდიდა მატჩზე.

და, კლიპერსმა ორივე ჩაწოდება დაკარგა.

დენვერი აგებდა 18 ქულას და დაბრუნდა. ჩაეთვალა.

დენვერი გახდა პირველი გუნდი ლიგის ისტორიაში, რომელმაც ზედიზედ 4 სერიაში მეშვიდე მატჩი გაშანსა.

დენვერი გახდა პირველი გუნდი, რომელმაც გასავარდნ ეტაპზე სამი 1მინუს 15 დაქაჩა და სერიაში დარჩა.

დენვერმა მოკლა იუტა და დონოვან მიტჩელის ენერგია.

დენვერმა გაუძლო პოლ ჯორჯის 33 ქულას, კავაი ლეონარდის ხასიათს და დენვერმა დამარხა კლიპერსი. რომელიც, მაინც, ალბათ, რჩება სერიის ფავორიტად.

და, რჩება რომ?

კლიპერსს აკლია მკვლელის ისნტინქტი და თუ გუნდი მოაგვარებს დენვერის პრობლემას, მაინც მაგრად გაუჭირდება ლეიკერსთან სერიაში. მართლა მაგრად გაუჭირდება.

ნიკოლა იოკიჩმა დიდი შესვენების შემდეგ ყველაფერი ჩააგდო. და, დენვერმა 6 წუთი 13:0 მოიგო. კლიპერსი ინერციით, წინ იყო, მაგრამ ენერგია არ ეყო. კლიპერსი დადგა.

იოკიჩმა 34 ქულა გლიჯა. 14 მოხსნაც. 7 პასიც. და, იოკიჩს კლიპერსის ბასრი დაცვა ასკდებოდა და იშლებოდა. მეორე ტაიმში დენვერმა 64:35 ხია. საოცარი იყო.

ტრავმით იყომარა ჯამალ მარიმ (21 ქულა). გაძლო. და, ჩაეთვალა.

სერიის საუკეთესო მატჩი ჰქონდა გარი ჰარისს (16, 4 ჩაჭრა). ორმაგად ჩაეთვალა.

და, კლიპერსი აზრზე თუ არ მოვა, კლიპერსს მუხლზე გადაიმტვრევენ. და, ეს ამ დონეზე არ მოსულა.

ველოდებით მეშვიდე გარჩევას. დენვერი ლიგის დისნეილენდია. სადაც ყველა ბედნიერია.

ესენი რომ ლეიკერსზე გავიდნენ...