თავხედები

 

 

 

 

 

 

 

აბა, რას უნდა ელოდო გუნდისგან, რომელიც 16 წელიწადია უმაღლეს ლიგაში არ ყოფილა და სეზონის პირველივე მატჩში სტუმრად მიდის ჩემპიონთან? ალბათ იმას, რომ როგორმე მოახერხოს და გოლი არ გაუშვას, როგორმე გაძლოს და მოწინააღმდეგეს თავი ძალიან არ დააჩაგვრინოს. მაგრამ ეს ლიდსს არ ეხება.

მარსელო ბიელსა თავისებური კაცია. ორი წელიწადია ლიდსი ჩაიბარა და აბსოლუტურად გარდაქმნა ყველაფერი. რაღაცით ვალერი ლობანოვსკის ჰგავს, რომელიც ფეხბურთელებს გულის წასვლამდე ავარჯიშებდა, მაგრამ თუ მის მეთოდებს გაუძლებდი, გაცილებით მაღალ დონეზე იწყებდი თამაშს. ეს კახა კალაძესაც აქვს მოყოლილი ჩვენთვის, როცა კიევის დინამოში ირჯებოდა. ასევეა ბიელსაც. თუ გადაურჩი, მაღალი  დონის ფეხბურთს აუცილებლად ითამაშებ.

კიდევ, ლივერპულთან მატჩის წინ ბიელსას დაცვაში საკმაო პრობლემები ჰქონდა.

 

Just a cat will always chase the mice, Bielsa will always attack and give chase to the opposition

 

გასულ სეზონში, როცა ლიდსმა ჩემპიონშიფში გაიმარჯვა, მათ ლიგაში საუკეთესო დაცვა ჰყავდათ. შესანიშნავად ირჯებოდნენ ცენტრალური მცველები: ბენ უაითი და ლაიამ კუპერი. მაგრამ უაითი იჯარის წესით იმყოფებოდა ლიდსში და ზაფხულში ბრაიტონში დაბრუნდა. კუპერმა კი ზედ მატჩის წინ მიიღო ტრავმა. ამიტომ ამ პოზიციაზე გამოჩდნენ პასკალ სტრაიკი, აკადემიის აზრდილი, რომელსაც უფროსების დონეზე მხოლოდ ორი შეხვედრა ჩაეტრებინა და ახალწვეული რობინ კოხი, რომელიც გუნდს მხოლოდ ერთიკვირის წინ შეუერთდა.

იურგენ კლოპმა კი უძლიერესი შემადგენლობა გაიყვანა მინდორზე. სასტარტოში მხოლოდ ფაბინიო არ იყო, მაგრამ კეიტაც ძირითადის მოთამაშედ მოიაზრება.

ასეთი დანაკლისის პირობებში, სხვა უფრო მოკრძალებული იქნებოდა. მაგრამ ბიელსა ის კაცი არ არის, მხოლოდ იმისათვის, რომ დაცვის ცენტრი არ ჰყავს, სტილი და მოტივაცია შეცვალოს, თუმდაც მრისხანე ჩემპიონის წინააღმდეგ.

ამ სიჯიუტემ და ფეხბურთელებისადმი მწვრთნელის აბსოლუტურმა ნდობამ, მატჩი ზეიმად აქცია.

 

Bielsa prides himself as much on solidity at the back as he does fluidity in attack

 

ლივერპულის პრესინგიდან მოკლე პასებით გამოძრომა უკვე დიდი მიღწევაა. ლიდსი კარგ ფორმაშია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სულ, შეხვედრის განმავლობაში, სტუმრებმა 89 დაცვითი ქმედება შეასრულეს, პლუს გამოტანები. ეს კარგი მეთოდია შედარებით დაბალი კლასის კომპენსირებისა. სისტემამ იმუშავა, არ ჩამოშლილა, უბრალოდ ლივერპლის სტანდარტებს ვერ მოუხერხეს ვერაფერი. სხვათა შორის, კლოპის გუნდისთვისაც ოთხივე გოლი სტანდარტიდან ერთგვარი ნონსენსია.

ლიდსმა გვიჩვენა როგორც ძლიერი მხარეები (თამაშის ორგანიზაცია, დაზღვევები, იდეები), ასევე სუსტიც (ინდივიდუალური კლასი, კონცენტრაცია). დაგვანახა, რომ ამ სეზონში საჩუქარი არავისთვის იქნება.

„როგორი თამაში, როგორი მეტოქე, შესანიშნავი სანახაობა. იშვიათია ასეთი ლამაზი გოლების ხილვა. ჩემი ფეხბურთელები ახლახან დაბრუნდნენ სანაკრებო შეხვედრებიდან და შეცდომებიც ამად დაუშვეს.

ლიდსი კი ძალიან მომეწონა. თუ ასე ორგანიზებულად და ჟინით ითამაშეს, კარგი სეზონი ექნებათ,“ - თქვა ნამატჩევს კლოპმა.

„ვფიქრობ, სასარგებლო საღამო იყო ლივერპულისთვის. იმ გაგებით, რომ დარწმუნდნენ, ჩემპიონები არიან და ყოველი მატჩი მათთვის ფინალივით იქნება.

 

On Saturday at Anfield, Marcelo Bielsa and his Leeds side illuminated the topflight

 

ლიდსმა გამაოცა. ლივერპული მიჩვეულია ენფილდზე დომინირებას, ამჯერად კი სტუმრებს ბურთის ფლობის 52 პროცენტი დაუფუქსირდათ. საოცარი მაჩვენებელია. არასოდეს მინახავს ენფილდზე სტუმარს ასეთი მაჩვენებლი ჰქონოდეს.

მათ სამჯერ გაათანაბრეს ანგარიში, რაც დებიუტანტისთვის ფანტასტიკური შედეგია. ცხადია, ბიელსას დაცვის დალაგება კიდევ მოუწევს, მაგრამ ასეთი თავხედი დებიუტანტი, კარგი გაგებით, დიდი ხანია აღარ გვინახავს.“ - ეს სიტყვები ლეგენდარულმა გრემ სუნესმა თქვა.