ბეილი მაისურს იცვლის

მანჩესტერმა ერთი სეზონით გარეთ ბეილს შესთავაზა ოლდ ტრეფორდზე გადასვლა.

31 წლის უელსელს კონტრაქტი მადრიდში კიდევ ორი წელიწადი აკავშირებს. მისი ჯამაგირი კი კვირაში 650 000 გირვანქაა, რასაც, სამეფო კლუბი ფაქტობრივად ტყუილად იხდის...

ბეილი გამოცდილი მოთამაშეა. მან ზედმიწევნით იცის ევროპული ფეხბურთი და ჩემპიონთა ლიგა ოთხჯერ აქვს მოგებული, ეს კი სწორედ ის ცოდნა და თვისებაა, რომელიც მანჩესტერს სჭირდება.

 

Man Utd and Tottenham target Gareth Bale available for just £18.5m as Real  Madrid hope to offload Wales star

 

საინტერესოა, რომ მანიუს გარეთ ბეილის გადაბირება ყოველთვის უნდოდა, სერ ალექს ფერგიუსონის დროსაც, დევიდ მოიესის დროსაც და ჟოზე მოურინიუს დროსაც.

მოიესი და კლუბის ვიცე-თავმჯდომარე ედ ვუდვორდი 2013 წელს, უელსელს, ქერინგტონის ბაზაზე მისაყვანად ვერტმფრენითაც კი ელოდნენ, მაგრამ ვარსკვლავი მადრიდს გაეშურა და იქ მოაწერა ახალ ხელშეკრულებას ხელი.

ზაალ მუჯირი 15 სექტემბერი 2020 -12:32