ნიკოლა იოკიჩი - პუტკუნა ტერორისტი

დენვერს კალათბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მეპასე ცეტნრი ჰყავს.

ნიკოლა იოკიჩი ცვლის მეხუთე ნომრის მნიშვნელობას. ნიკოლა იოკიჩი არის ცენტრი გამთამაშებლის ინტელექტით. ნიკოლას აქვს ბევრ პირველ ნომერზე სწრაფი აზროვნება და ნიკოლას აქვს ბევრ მეორე ნომერზე სტაბილური საშუალო სროლა.

თითქმის იდეალური ცენტრი, არა?

ნუ, თითქმის იდეალური.

კლიპერსთან სერიაში იოკიჩი დომინირებს. და, სერბი შეუჩერებელია. ის კლავს სამწამიანში ივიცა ზუბაცს და ის მონტრეზლ ჰარელზე მრავალფეროვანია. იოკიჩი ძალიან, ძალიან გაიშალა და დღეს, ლიგის საუკეთესო ცენტრია.

იოკიჩის მთავარი იარაღი მისი პასია. ბასრი, მოულოდნელი, ეფექტური.

შევადაროთ იოკიჩი და ბოლო წლების საუკეთესო მაღალი ასისტენტები.

 

კევინ ლავი - მინესოტაში კევინს მეტი ზუსტი და მოულოდნელი პასი ჰქონდა. ის სანდოა, ის არ აგდებს ტემპს და მას შეუძლია ერთი პასით ყველაფრის დალაგება. გრძელი პასების მეფე, ლავი დღესაც საინტერესო პერსონაჟია. და, იოკიჩი უკეთესია.


ალ ჰორფორდი - როდესაც ჯანმრთელია, ჰორფორდი ერთ-ერთ დახვეწილ აკომპანიატორ ცენტრად რჩება, იდეაში, ჰორფორდი არასოდეს არ ყოფილა ცენტრი, მაგრამ ფილადელფიამდე ყველგან მეხუთე ნომერზე იდგა. დღესაც ძალიან კარგია. ნიკოლა უკეთესია.


მარკ გასოლი -ზაკ რენდოლფთან ერთად მარკი ქმნიდა ლიგის ერთ-ერთ დაუნდობელ წყვილს დაცვაში. და, შეტევაში მარკი იყო პროფესორი. ზუსტი პასების მანქანა, რომელიც იდეალური გუნდური მოთამაშე გახდა. გასოლი დღესაც ქაჩავს. იოკიჩი მაინც მეტია.


კევინ გარნეტი - კევინი არ არის ცენტრი, კევინი ძირითადად, პერიმეტრიდან ოპერირებდა, მაგრამ გარნეტმა ისწავლა მეხუთე ნომრის პოზიციიდან შეტევის დალაგება. და, კევინი ამ კომპონენტში კლავდა. კევინი ამ კომპონენტში ასრულებდა. და, იოკიჩი უკეთესია.


ბორის დიაო - ის, ვინც დონატების დიეტაზე იჯდა. ის, ვინც ერთი გუნდიდან ზედმეტი წონის გამო გააგდეს. ის, ვინც ფინალში ლებრონს პასებით და ინტელექტით უსრულებდა. ნუ, შეიძლება, ვერ უსრულებდა, მაგრამ ასრულებდა. ფრანგი გენიალური მეპასეა. მისი კალათბურთი ყოველთვის გემრიელი კრუასანი იყო. და, იოკიჩი ბორისსაც უჯოკრავს.


პუტკუნა კაცი გენიოსია. დამიჯერეთ.