დეპაი გადაწყდა

გადაწყვეტილია, რომ მემფის დეპაი კარიერას ბარსელონაში გააგრძელებს. The Thelegraph-ის ცნობით, ნიდერლანდელი კატალონიაში უახლოეს დღეებში ჩავა და გუნდი მას ოფიციალურად წარადგენს. ბლაუგრანას მესვეურები დეპაის სანაცვლოდ ლიონს 30 მილიონ ევროს გადაუხდიან. 

 

დეპაი ლიონში 2017 წლის დასაწყისიდან თამაშობდა და გუნდთან კონტრაქტი 2021 წლის ივნისამდე აკავშირებდა. წინა სეზონში ფეხბურთელმა 22 მატჩი ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა. აქვე გეტყით, რომ დეპაის გარდა კუმანის გუნდს ჟორჟინიო ვიინალდუმის შეძენაც სურს. 

 

რაც შეეხება ბარსელონას, კატალონიელებს წარუმატებელი სეზონი ჰქონდათ. ბლაუგრანა უტიტულოდ დარჩა, ჩემპიონთა ლიგიდან კი საერთოდაც 1/4 ფინალში ბაიერნთან 2:8 წააგო. 

საბა საბანაძე 15 სექტემბერი 2020 -14:55