სულ კარგად ბრძანდებოდეთ...

 

ეს ისტორიაც დასრულდა. არტურო ვიდალი ბარსელონას წევრი აღარ არის. ჩილელმა ნახევარმცველმა უკვე შეათანხმა პირადი კონტრაქტი მილანის ინტერთან, მერე ბარსას ბაზაზე მივიდა, გასახდელში ყოფილ თანაგუნდელებს დაემშვიდობა და საკუთარი პირადი ნივთები წაიღო.

ჩილელი 33 წლისაა და მის შრომისუნარიანობაშიც არავის ეპარება ეჭვი.

წინა სეზონში მან ლა ლიგის 33 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 8 გოლის გარდა 2 საგოლე გადაცემაც მიითვალა. თუმცა, ეს ციფრები ბევრს არაფერს ამბობს. მთავარი ისაა, რომ ვიდალი დაცვაში რეალურად ასრულებდა ორი კაცის საქმეს და ამ ტვირთისგან სრულად ათავისუფლებდა ლეო მესის. კუმანმა თავისი საქმე თავად იცის, მაგრამ ინტერმა ნახევარდაცვაში სერიოზული მეომარი რომ დაიმატა, ნაღდია.

ვიდალი უახლოეს 48 საათში მილანში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს.

 

Italian Journalist Nicolo Schira:

ზაალ მუჯირი 15 სექტემბერი 2020 -17:47