ჩაკვეტაძე - პენალტი, ტრავმა და შეცვლა

გიორგი ჩაკვეტაძე ტრავმის გამო შეცვალეს გენტი-რაპიდის მატჩში. ეს მე-60 წუთზე მოხდა. ქართველის გარღვევა რაპიდის მცველმა გრეიმლმა წესების დარღვევით შეაჩერა, პენალტი დაინიშნა და ანგარიში 2:0 გახდა, თუმცა ჩაკვეტაძე ამ დროს უკვე მოედნის მიღმა იყო - წაქცევისას მუხლის ქვედა ადგილი ეტკინა, კარიდან გამოსულ მეკარესაც შეეჯახა და ექიმების დახმარება დასჭირდა...

 

შარშან გიორგიმ მუხლზე ოპერაცია გაიკეთა და ამის გამო დიდი ხანი გაუცდა. ამ ზაფხულს კიდევ შეახსენა თავი, თუმცა საბედნიეროდ, საშიში არაფერი იყო. ამჯერადაც, იმედია ყველაფერი კარგად იქნება, თუმცა სავარაუდოდ, გამოკვლევა დასჭირდება.

 

ნაუცბათევად ექიმები არაფერს ამბობენ. სავარაუდოდ, ხვალ გავიგებთ დიაგნოზს.