ცსკა და თორნიკე: I ნაწილი

თორნიკე შენგელიამ და ცსკამ მოსამზადებელი ეტაპის პირველი ეტაპი დახურეს. დარჩენილია გომელსკის თასი, სადაც ვერ ჩავლენ არარუსული გუნდები. და, შემდეგ, დაიწყება ევროლიგა.

ცსკა წაუგებელია. გუნდი ერთობოდა სუსტ, თითქმის სამოყვარულო დონის კლუბებთან. გუნდი იგებდა თანასწორ, ამბიციურ კლუბებთან. და, კლუბი განურჩევლად დომინირებდა.

სადღაც, ცსკა ცუდად იწყებდა და საბოლოო შედეგი არ იცვლებოდა. მოგება. უბრალოდ, ეს მოგება შედეგზე უფრო ხარისხით იზომებოდა.

როგორ ითამაშა თორნიკე შენგელიამ?

როგორც მოსალოდნელი იყო. თორნიკეს აქვს ადაპტაციის პერიოდი და ჩვენი კაპიტანი ახალ გარემოს ეჩვევა, ამუღამებს.

თოკომ ერთხელ 13 ქულა აკრიფა. თოკომ ერთხელ 6 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. თოკო ყველა მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო დამცველი იყო. და, თოკო არის მაგარი მონდომებული.

მინუსებზე საუბარი ჯერ ადრეა. თორნიკეს კალათბურთს ნიღბის გარეშე ევროლიგაზე და (ალბათ) ვითიბიზე ვნახავთ. თოკო იქ უფრო დაიქოქება და მწვრთნელიც უფრო მეტს ანდობს. შესაბამისად, თოკოს მეტიც მოეთხოვება.

ცსკა სიღრმით იგებს. გუნდმა გამოაცხადა ახალი კაპიტანი (ნიკიტა კურბანოვი) და მისი ტოლსწორი ლეგიონერი (უილ კლაიბერნი) და ეს სიმბოლურია. კაპიტანი ყველაზე გამოცდილი რუსია. და, თანაკაპიტანი - ბოლო წლების საუკეთესო მოთამაშე, რომელიც ნელ-ნელა შედის კარგ ფორმაში.

თოკომ მოასწრო ერთ სარეკლამო რგოლში გადაღება.

თოკომ მოასწრო გულშემატკივრებთან ხანგრძლივი გასაუბრება.

და, თოკომ კალათბურთის თამაშიც მოასწრო. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.

თოკო მზად უნდა იყოს ბარსელონებისთვის და რეალებისთვის. იმ დონეზე ჩავარდნა არ მოსულა, არ გაპატიებენ.

და, ჩვენი ბიჭი მზად იქნება.