ტოჩინოშინის მეოთხე დღე - უცნაური შერკინება...

აკი ბაშოს მეოთხე დღეს, ერთმანეთს ძველი ნაცნობები - დასავლეთის მეხუთე მაეგაშირა ტაკარაფუჯი და დასავლეთის მეოთხე მაეგაშირა ტოჩინოშინი შეერკინნენ. ურთიერთშეხვედრებში, ქართველი უპირატესობას ფლობდა: 12 მოგება და 7 მარცხი, ამ შეხვედრას კი უკეთესი ბალანსით მოწინააღმდეგე შეხვდა: 2 მოგება, ლევანის 1 მოგების საპირწონედ...

 

საკმაოდ უცნაურ ორთაბრძოლაში, ამჯერად, გამარჯვებული ტაკარაფუჯი გამოვიდა. თავად ნახეთ, დახრილი იაპონელი უტევს, გამართული ქართველი კი დოჰიოდან გადის...

 

ხვალ ლევანი ექს ოძეკი ტაკაიასუს დაეჭიდება. ექს-ოძეკების ჯახი ყოველთვის საინტერესოა..