სუარესი იუვენტუსში ვერ ესწრება

ლუის სუარესის იუვენტუსში ტრანსფერი ჩაშლის პირასაა. საქმე იმაშია, რომ 6 ოქტომბრამდე იგი ვერ მოასწრებს იტალიაში სამუშაო ვიზის აღებას, იუვენტუსმა კი საჩემპიონთალიგო განაცხადი სწორედ 6 ოქტომბერს უნდა გამოაქვეყნოს. 

 

შეგახსენებთ, რომ რონალდ კუმანის განცხადებით, ურუგვაელი ფორვარდი მის გეგმებში არ შედის და შეუძლია გუნდი დატოვოს. იუვენტუსის გარდა მისით კიდევ რამდენიმე კლუბია დაინტერესებული, ყველაზე მეტად კი აიაქსი აქტიუტობს. 

 

სუარესმა წინა სეზონში 36 მატჩი ჩაატარა, 21 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა. 33 წლის ფეხბურთელს გუნდთან კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს. 

საბა საბანაძე 16 სექტემბერი 2020 -14:26