ძველი ამბები დიდი ფრანგისგან

 

 

 

 

 

 

 

მარიუს ტრეზორი, მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა, ფიფას ოფიციალურ ვებ-გვერდთან ინტერვიუში ძველ ამბებს იხსენებს და ბედნიერია საფრანგეთის ნაკრების ბოლოდროინდელი წარმატებებით, რომლის საფუძველსაც ის და მისი თანაგუნდელები ყრიდნენ.

 

Marius Trésor - Wikipedia

მარიუს ტრეზორი და დიდი იტალიელი დინო ძოფი 

 

ფიფა: თავიდან თავდასხმაში თამაშობდით. დაგეხმარათ ეს გამოცდილება მცველობისას?

მარიუს ტრეზორი: ასე ვიტყვი. რამდენჯერმე მოხდა, როცა დაცვაში თამაშისას ვცდილობდი გამომეცნო, თავდამსხმელის ადგილზე იმ სიტუაციაში როგორ მოვიქცეოდი. ასეთი მარტო მე არ ვარ. ლორან ბლანი, მაგალითად, 10 ნომერი იყო, შემდეგ კი მსოფლოს ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველი გახდა.

მიყვარდა დაცვიდან ბურთის ამოტანა. პირველი გოლი აიაჩოში გრძელი დრიბლინგის შემდეგ გავიტანე, რენის წინააღმდეგ. თანაც ვის გავუტანე, თავად მარსელ ობურს, რომელიც მაშინ საფრანგეთის ნაკრების მთავარი მეკარე იყო და 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამოცდილება ჰქონდა. ამ გოლს შემდეგაც ხშირად მახსენებდნენ.

როგორ გახდით მცველი?

როცა აიაჩოში მოვხვდი, მწვრთნელი ხან მარცხნივ, ხანაც მარჯვნივ მათამაშებდა. თავდამსხმელები საკმაოდ იყვნენ. ახალწვეული ვიყავი და ჩემი ადგილი გუნდში ხომ უნდა მეპოვნა. მწვრთნელმა დაცვაში ბედის ცდა შემომთავაზა. პირველივე ვარჯიშის შემდეგ, მოვიდა და მითხრა: ამიერიდან დაცვაში ითამაშებო. მალევე ძირითადის  ფეხბურთელი ვიყავი, ორ წელიწადში კი საფრანგეთის ნაკრების წევრიც გავხდი. ეს დაუჯერებელი იყო.

 

EQUIPE DE FRANCE 1982 : Marius TRESOR

მარიუს ტრეზორის გოლი გერმანიის ნაკრებისა და ჰარალდ შუმახერის კარში

 

როდის იგრძენნით, რომ ქვეყნის ნაკრების სრულუფლებიანი წევრი ხართ?

მაშინ მწვრთნელი ჟორჟ ბულონი გახლდათ. დებიუტი კი 1971 წლის 4 დეკემბერს  მქონდა ბულგარელების წინააღმდეგ. მარცხენა მცველად გამამწესეს. ამ პოზიციაზე მანამდე არასოდეს მეთამაშა. მატჩის შემდეგ კი წარმატებულ დებიუტს ყველა მილოცავდა, პარტნიორებიც და ჟურნალისტებიც.

შემდეგ შეხვედრში, რუმინეთთან მარჯვენა მცველად დამაყენეს. მართალია, ის თამაში წავაგეთ, მაგრამ ანგელ იორდანესკუს გასაქანი არ მივეცი, რომელმაც ცოტა ხნით ადრე ჩეხ კაროლ დობიაშს ისეთები დამართა, ყველა ამაზე ლაპარაკობდა. არადა, მაშინ დობიაში ბრაზილიელ კარლოს ალბერტოსთან ერთად, მსოფლიოს საუკეთესო მარჯვენა მცველად ითვლებოდა.

მატჩის შემდეგ პრიზიც მივიღე. ამდენი სხვა დროს არასოდეს მირბენია.

პირველ გოლს გაიხსენებთ ნაკრებში?

1973 წელს, გელზენკირხენში. მაშინ გერმანელებთან 1:2 დავმარცხდით, მაგრამ ის გოლი ასოდეს დამავიწყდება. ერთ ეპიზოდში პარტნიორმა, ადამსმა დამიყვირა: დაარტყი! მეც დავარტი და გავიტანე.

მეორე გოლი განსაკუთრებული იყო, არა?

დიახ. ეს ბრაზილიის წინააღმდეგ გახლდათ მარაკანაზე. ბრაზილიელები ბავშვობიდან ჩემი კერპები იყვნენ: პელე, გარინჩა, დიდი... ლეგენდარულ მარაკანაზე თამაში ხომ საოცნებოა ყველასათვის. მატჩი 2:2 დამთავრდა. ერთი გოლი მე გავიტანე. ჰაერში ატლეტიკოს ლუის პერეირას ვაჯობე, რამაც ორმაგად გამაბედნიერა.

როგორ გახსოვთ 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, რომელშიც ფრანგები ჯგუფიდან ვერ გავიდნენ?

მაშინ მონდიალზე 1966 წლის შემდეგ პირველად მოვხვდით. ამიტომ, ფინალურ ეტაპზე თამაში უკვე მიღწევა იყო. ალბათ უფრო შორს გაღწევაც შეგვეძლო, მაგრამ მენტალურად არ ვიყავით მზად. თანაც ძალიან რთულ ჯგუფში მოვხვდით, მასპინძელ არგენტინელებთან და იტალიელებთან ერთად.

 

Football : La carrière de Marius Trésor en images

მიშელ პლატინისთან ერთად


რამდენად დაგეხმარათ ეს გამოცდილება მომავალში?

მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში ფეხბურთელისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავია. ესპანურ ტურნირზე სტარტი საშინელი გვქონდა, მაგრამ შემდეგ ავთამაშდით და ნახევარფინალამდე მივაღწიეთ.

ნახევარფინალში გერმანელებს დამატებით დროში გაუტანეთ. ეს საუკეთესო სანაკრებო გოლი იყო?

საუკეთესო ბრაზილიასთან მარაკანაზე გატანილი გახლდათ, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ. იმ ბურთმა მაშინ ფრე მოგვიტანა. 82-ში კი ჩემს გოლს შემდეგ მარცხი მოჰყვა. მერე პატრიკ ბატისტონს ვუთხარი, ჯობდა მე არ გამეტანა და მას გამოეყენებინა შანსი, როცა გერმანელების მეკარე შუმახერი დაეჯახა გონება დაკარგა და ჰოსპიტალში წაიყვანეს.

შემდეგ?

ორი წლის თავზე საფრანგეთმა ევროპის ჩემპიონატი მოიგო. ის ტურნირი ზურგის ტრავმის მიზეზით გამოვტოვე. მაგრამ ძალიან გამიხარდა, როცა თანაგუნდელების ტრიუმფს ვუცქერდი.

1986-ში მსოფლიო ჩემპიონატზე მესამეები ვიყავით. მაშინაც გერმანელებმა შეგვაჩერეს ნახევარფინალში. მაგრამ ჩვენი  მეოთხედფინალი ბრაზილიის წინააღმდეგ, ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესოა რომელიც მინახავს.

 

OM | Marius Trésor : "Une victoire relancerait l'OM" | La Provence

 

რას გრძნობდით, როცა 1998-ში საფრანგეთი ბოლო-ბოლო მსოფლიო ჩემპიონი გახდა?

ერთობ ემოციური განცდა გახლდათ. ამ დროს გახსენდება დიდებული ფეხბურთელები, რომლებსაც ეს მაისური უტარებიათ. ვამაყობ იმით, რა შორს წავიდა საფრანგეთი. იგივე გამეორდა 2018 წელს. ამჟამად მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ნაკრები გვყავს.

ბოლო კითხვა. რომელი თავდამსხმელების წინააღმდეგ გიჭირდათ განსაკუთრებით თამაში?

საერთაშორისო ასპარეზზე ეს გერმანელი გერდ მიულერი იყო. ძალიან მოხერხებული და გონიერი გახლდათ. საფრანგეთში კი ბერნარ ლაკომბი.