ბეილს ტოტენჰემი ეშველა

 

თითქმის გადაწყვეტილი ამბავი: გარეთ ბეილი ლონდონურ ტოტენჰემში ბრუნდება, სადაც 2007-2013 წლებში ბურთაობდა და ვარსკვლავური სტატუსი დაიმსახურა.
მაშინ 24 წლის ბეილი რეალმა სარეკორდო 100 მილიონ ევროდ შეიძინა. ახლა კი მადრიდელები უელსელს იჯარით უშვებენ.
მთავარია, რომ ლონდონელები ბეილის მახევარი ხელფასის გადახდაზე არიან თანახმა. სწორედ ეს ხელფასი - კვირაში 650 ათასი გირვანქა აწვა მადრიდულ კლუბს ტვირთად.
კლუბებს შორის შეთანხმებით, ბეილს ნახევარ ხელფასს ინგლისელები გადაუხდიან.
იჯარა ორწლიანი იქნება - სწორედ 2022 წლამდეა გათვლილი 31 წლის შემტევის კონტრაქტი მადრიდულ კლუბთან.

 

Gareth Bale will be returning to the Premier League to join Tottenham

ზაალ მუჯირი 17 სექტემბერი 2020 -14:53