პლაჟის ფრენბურთი ბათუმისაა

თბილისში, ვაჟა კაჭარავას სახელობის საფრენბურთო ცენტრში ქალთა შორის 2020 წლის საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა პლაჟის ფრენბურთში. ორდღიანი დაძაბული ბრძოლების შემდეგ საუკეთესო ბათუმური დუეტი (დიასამიძე/თევდორაძე) გამოდგა, მეორე ადგილი ცაგერის გუნდმა (ცინცაძე/ხეირაბადი) დაიკავა, ბრინჯაოს მედლები კი, ქართველას (მუყასაშვილი/ჭელიძე) ერგო.

 

ხვალ, საქართველოს ჩემპიონატი პლაჟის ფრენბურთში ვაჟთა შორის დაიწყება.

გიგო გოგოლაძე 17 სექტემბერი 2020 -16:57