ანტეტოკუმპო უკვე დიდია

ბილ რასელი, უილტ ჩემბერლენი, ქარიმ აბდულ-ჯაბარი, მოუზეს მელოუნი, ლარი ბერდი, მეჯიქ ჯონსონი, მაიკლ ჯორდანი, ტიმ დანკანი, სტივ ნეში, ლებრონ ჯეიმსი, სტეფ კარი . ლეგენდები. თითქმის უკვდავები.

ყველამ (სულ მცირე) ზედიზედ ორჯერ მოიგო რეგულარულის MVP. ყველამ დაგლიჯა. ყველამ პერსონალური გამოფენა გახსნა. და, ეს მაგარი პრესტიჟულია.

ლეგენდებთან ერთად ზის ერთი მორიდებული ბიჭიც. რომელიც შარშან საუკეთესოდ დაასახელეს. რომელმაც ეს პრიზი წელსაც დაიწრტყა. რომელიც ლიდერია.

იანის ანტეტოკუმპო.

რეგულარული სხვა თემაა. ფლეი ოფი - საერთოდ სხვა. რეგულარულში ფლეი ოფისთვის ემზადები, გამოფენისთვის ნამუშევრებს აგროვებ, შენ გაფასებენ, გაკვირდებიან. ფლეი ოფში იწყება ნადირობა.

და, იანისი რეგულარულის მონსტრია. კინგ კონგი, რომელმაც არარეალურად ჩაატარა მთელი სეზონი.

და, რომელმაც ბოლო გარბენი მოუგო ლებრონ ჯეიმსს. და, ჯეიმს ჰარდენს. იანისი დიდია. ძალიან დიდი. ფლეი ოფში მოგებასაც დაამუღამებს და ბერძენიც უკვდავი იქნება.

იმ ლეგენდებიდან, რომლებმაც ზედიზედ გაშანსეს MVP, მხოლოდ ნეში ვერ გახდა ჩემპიონი. იანისი ჯერ პატარაა. მხოლოდ 25 წლის. და, იანისი აუცილებლად მოიგებს ფინალს. მილუოკისთან ან - სხვა გუნდთან ერთად. შანსი არ არის, რომ ვერ მოიგოს.

იანისი მანამდე სეზონის საუკეთესო დამცველი გახდა. მხოლოდ მესამე შემთხვევა, როდესაც ერთ სეზონში ერთი მოთამაშე MVP და საუკეთესო დამცველია. მანამდე - მაიკლ ჯორდანი და ჰაკიმ ოლაჯუონი. მშვენიერი კომპანიაა.

იანისი საშუალოდ 29.5 ქულას აგროვებდა. მკვლელია. და, 13.6 მოხსნას. სერიოზული. და, 5.6 პასს. ანტეტოკუმპოს პოზიციიდან გამომდინარე - სენსაციური. და, იქვე თითო ჩაჭრა და თითო დაფარება. მრავალფეროვნებისთვის.

დაგლიჯა.

ბიჭმა რეალურად დაგლიჯა.

მომავალი ბერძენს ეკუთვნის. ჯერ სხვები გაერთობიან. და, შემდეგ - იანისი.