ლეიკერსმა კრის პოლი შეუკვეთა

ჯერ მაგარი ადრეა, მაგრამ ლეიკერსი უკვე შემდეგ სეზონზე, შემდეგ სეზონებზე ფიქრობს.

და, ლებრონ ჯეიმსმა დაუმესიჯა საუკეთესო მეგობარს. კრის პოლს.

მე შენ მჭირდები. აქ. ლოს ანჯელესში.

დაახლოებით იგივე შინაარსის ტექსტური შეტყობინება მიიღო კრისმა 9 წლის წინ. კობი ბრაიანტისგან. როდესაც ლეიკერსი მორიგ სუპერბანდას კრავდა. და, კრისი არ იყო წინააღმდეგი. ის გადადიოდა ნიუ ორლეანიდან გუნდში, სადაც კობის აკლდა გენერალი. და, 2011 წლის 8 დეკემბერს ლიგის კომისარმა დევიდ სტერნმა დაბლოკა ის გაცვლა.

ლებრონი და კრისი ძმაკაცობენ. დიდი ხანია. ლებრონი და კრის ერთად ბოულინგს ყომარობენ. დიდი ხანია რაც. ლებრონი და კრისი ბიზნესშიც მეგობრობენ.

რჩება მხოლოდ ერთობლივი ინტერესი მოედანზე და მოგებული ფინალი. რაც დაასვენებს კრისს.

ალბათ, ის სულ მცირე, ერთ ჩემპიონობას და ერთ MVP-ს ისმახურებს.

ალბათ, კრისი ძალიან დიდია. თავისი გენერაციის საუკეთესო და ყველაზე დახვეწილი პირველი ნომერი.

35 წლის პოლმა შავ-თეთრი ოკლაჰომა აზრზე მოიყვანა და გუნდმა მაგარი კალათბურთი ითამაშა, ფლეი ოფში შევიდა. კრისი საშუალოდ რესპექტაბელურ 17.6 ქულას, 6.7 პასს და 5.0 მოხსნას იღებდა. ბრავო, კრის, ბრავო!

საშუალოდ, კარიერაში - 18.5 ქულა და 9.5 პასი. 18 829 ქულა და 9 653 პასი. საოცარი სტატისტიკა. კრისი აუცილებლად აიღებს 20 000 ქულას და 10 000 პასს. ფენომენალური.

უბრალოდ, გვაკლია ჩემპიონობა.

და, შემდეგი სეზონიდან კრისი ლეიკერსთან ერთად დაიწყებს ამ გზას. მან ეს დაიმსახურა. როგორც ამბობენ, ლეიკერსი კრისში კენტავიუს კოლდუელ-პოუპს, დენი გრინს, ლუოლ დენგის კონტრაქტს (5 000 000 კიდევ ორი სეზონით!!!) და კაილ კუზმას იძლევა. იმის გათვალისწინებით, რომ 2021/2022 წლების შემდეგ ყველა (პოლიც) თავისუფალი აგენტი იქნება, მშვენიერი გაცვლაა.

კრისი მოემზადოს.