შენგელია საუკეთესოა!

თორნიკე ბოლო წლებში ყველგან საუკეთესო იყო, მაგრამ მოსკოვის ცსკაში ბიჭმა კიდევ ერთი ინდივიდუალური აღიარება დაიმსახურა.

ცსკამ დიდი ფორით მოიგო ლეგენდარული ალექსანდრ გომელსკის თასი. პანდემიის და ტოტალური ქაოსის გამო, ამჯერად, ტურნირში ვერ მიიღეს მონაწილეობა პანათინაიკოსმა და ცრვენა ზვეზდამ.

ცსკა სუსტ ოპოზიციაზე გავიდა და ფინალში პარმას 91:51 დაუსვა. ეს გუნდები ძალიან მალე ვითიბი ლიგაზეც გაესაუბრებიან ერთმანეთს. მანამდე - ეს ტესტი.

რომელშიც თოკო სტარტიდან ძალიან კარგი იყო.

რამდენიმე ჩაჭრა, რამდენიმე აგრესიული მოძრაობა სამწამიანში, რამდენიმე კარგი პასი - ეს ყველაფერი შენგელიამ მარტივად გააკეთა და, შემდეგ, სხვებმა აკრიფეს.

თოკომ ცოტა დროში 10 ქულა, 4 ჩაჭრა, 3 მოხსნა და 3 პასი მოასწრო. მშვენიერი კოლექციაა.

და, ტურნირის შედეგებით, შენგელია საუკეთესო ფორვარდად დაასახელეს. არ გაგეცინოთ. ეს უკვე აკრგია. თორნიკემ პრიზების შეგროვება დაიწყო.

ტურნირის MVP – უილ კლაიბერნი.

და, თოკო უახლოვდება 1 ოქტომბერს.

და, 1 ოქტომბერს ცსკა პირველ რეალურ ტესტს ჩააბარებს. ბარსელონაში. იქ სერიოზული იქნება. იქ ნიკ კალატესი, ნიკოლა მიროტიჩი და შარუნას იასიკიავიჩუსი წამოვლენ.

ველოდებით ევროლიგის სტარტს. წამოიღებს.