დინამო, ლოკომოტივი და დამატებითი მოტივი

ევროპა ლიგის საპრიზო თანხებზე. ვინ რამდენი იშოვა, ან რამდენი შეიძლება იშოვოს? თბილისის ლოკომოტივმა უკვე გამოიმუშვა 780 000 ევრო. 240 000 მონაწილეობისთვის, 260 000 უნივერსიტატიას გადალახვისთვის და შესაბამისად მეორე ეტაპზე მონაწილებისთვის, 280 000 კი - მოსკოვის დინამოს გაგდებისთვის და შესაბამისად მესამე ეტაპზე მონაწილეობისთვის. ჯამში ერთად 780 000 გამოდის.

 

ანუ, ევროპა ლიგაზე უბრალოდ თამაშისთვისაც კი (რომც გავარდე პირველივე ეტაპიდან) უეფა 240 000-ს რიცხავს. ამ თანხას მიიღებენ ბათუმის დინამო და საბურთალო.

 

შემდეგ რა პერსპექტივა აქვთ ქართულ გუნდებს? მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის გავლისთვის, ანუ ფლეი-ოფის საგზურის მოპოვებისთვის კლუბები დამატებით 300 000 ევროს მიიღებენ. როგორც იცით, თბილისის დინამო ფარერებზე კლაკსვიკს ხვდება, ხოლო ლოკო გასვლაზე ესპანურ გრანადას ეთამაშება. 

 

 

ფლეი-ოფის (ანუ მეოთხე ეტაპის) გადალახვის შემთხვევაში ხომ უკვე ჯგუფურ ეტაპზე ხარ. ჯგუფში მხოლოდ მონაწილეობისთვის თითოეულ კლუბს 2,92 მილიონი ევრო ერგება. ეს თუნდაც ყველა, ექვსივე მატჩი წააგოს...

 

ჩემპიონთა ლიგაში კი სხვა თანხებია. აი, თბილისის დინამომ ალბანურ ტირანასთან პირველ საკვალიფიკაციოზე მონაწილეობისთვის 280 000 ევრო გამოიმუშავა. რომ მოეგო და მეორე ეტაპზე გასულიყო, დამატებით 380 000 ევროს იშოვიდა. მეორე რომ გადაელახა და მესამეში გასულიყო, ზემოდან კიდევ 480 000 ევრო... თუმცა როგორც წესი, ქართული კლუბები ჩემპიონთა ლიგაში შორს ვერ გადიან.

 

ისე, რამხელა სხვაობაა: თუ ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეობისთვის უეფა ყველა კლუბს 2,92 მილიონს უხდის, ჩემპიონთა ლიგაზე ეს თანხა 15,25 მილიონია. სამჯერ მეტი!

 

საერთოდ კი, ეს თანხები სასაცილოა სიტისთვის, რეალისთვის თუ პსჟ-სთვის.  მაგრამ აბა, ქართულ კლუბებს ჰკითხეთ?!..