დენის როდმანის მოტეხილი პენისი

ეგრევე, ბევრი ლაპარაკის გარეშე ვიხსენებთ დენის როდმანის ორ არარეალურ ისტორიას.

2013. დენის როდმანი ესაუბრება მაიამის ერთ-ერთ რადიოსადგურს მაიამი ჰიტზე. როდმანს Jorge Sedano Show-მ დაურეკა.

როდმანი: მაიამიზე? არაა პრობლემა, დავილაპარაკოთ. თქვენ შეგითანხმდით, არა? მშვენიერი, დავიწყოთ. ლებრონ ჯეიმსი, დუეინ უეიდი და კრის ბოში ერთად ვერ იგებენ. და, იცით, რატომ? ლებრონი არის პირველი ვარსკვლავი, უეიდი არის პირველი ვარსკვლავი და ბოშიც ალბათ, ვარსკვლავია. ისინი არ დათმობენ ეგოს და ბოლომდე პირად სტატისტიკას მიწვებიან. ისინი არ არიან, ისინი ვერ იქნებიან მაიკლი, სკოტი და დენისი.

რას აკეთებ? ხო არ ღადაობ, მართლა აკეთებ? ეს გოგონა ბოლომდე მიდის, მეგობრებო...

და, დენისმა გათიშა მობილური.

როდმანს პირდაპირ ეთერში ორალური სექსით ემსახურებოდნენ.

და, ეს არ იყო დენისის ყველაზე პოპულარული ისტორია.


ალბათ, ლოს ანჯელესის ერთ-ერთ ჰოსპიტალში კიდევ დიდხანს გაიხსენებენ შემთხვევას, როდესაც გამთენიისას მათთან მიიყვანეს პაციენტი გატეხილი სასქესო ორგანოთი.

ამზადებენ საოპერაციოს. და, როგორც დენისი იხსენებს, მიდის დაახლოებით შედმეგი დიალოგი.

 

როდმანი: საყვარელო (გოგონას მიმართავს), თაბაშირს დამადებთ?

 

გოგონა (მედდა, ალბათ): სად, სერ, პენისზე?

 

როდმანი: ხო, რა იყო, აბა სად...? მოტეხილია?

 

გოგონა: დავაკვირდებით, შევხედავთ და გეტყვით, სერ.

 

როდმანი: მიდი, დააკვირდი. ის გოგოც აკვირდებოდა და, შემდეგ, დააპირა გადმოხტომა.

 

გოგონა: გადმოხტომა?

 

როდმანი: კი, საყვარელო, გადმოხტომა. ის გოგო ავიდა შუშის მაგიდაზე და იქიდან გადმოხტა ჩემს სიმდიდრეზე. სულ, ოოოოდნავ ააცილა, მძიმედ დაეშვა რა...ხვდები, ხო? ტკივილი აუტანელი იყო. რომ მკითხონ, რა უფრო გეტკინა, კარლ მელოუნის იდაყვი სახეში თუ იმ გოგოს არაზუსტი ნახტომი, დავფიქრდები.

 

გოგონა: სერ, ეს პირველად მოგდით?

 

როდმანი: რა, საყვარელო? პენისის მოტეხილობა? არა, მესამედ. ორჯერ შემიხორცდა. ოდნავ მანერვიულა, მაგრამ...კი არ შემიხორცდა, მოიცა, მოიცა, როგორ მითხრეს, იცი? ფუნქციონალური გახდა! კი, კი, ფუნქციონალური გახდა.

 

დენის როდმანმა მედდას, რომელმაც მის სასქესო ორგანოზე იმუშავა, თავისი Buick აჩუქა.

ლოს ანჯელესის კლინიკაში ამ ისტორიას დღემდე იხსენებენ.

დენისი ლეგენდაა.