"რეალს შეუძლია ბეილის ნაფეხურებს აკოცოს"

დიახ, ეს სიტყვები გარეთ ბეილის აგენტმა ჯონათან ბარნეტმა თქვა. 

 

უელსელი ფეხბურთელი რამდენიმე დღის წინ ტოტენჰემში იჯარის წესით დაბრუნდა და აგენტის ხმის ამაღლებაც ამან გამოიწვია. 

 

BBC Radio 4-ში მას ბეილის რეალში დაბრუნებასთან დაკავშირებით კითხვა დაუსვეს

 

"იმედი მაქვს, ასე არ მოხდება. 

 

ის ტოტენჰემში წარმატებულად ითამაშებს და დარჩენაც მარტივი იქნება. 

 

იმედი მაქვს, ფეხბურთის თამაშის სიყვარულს დაიბრუნებს და მოედანზე ისე დაიხარჯება, როგორც შეუძლია. 

 

მას კრიტიკა არავისგან დაუმსახურებია. ის ყველაზე წარმატებული ბრიტანელი ფეხბურთელია, რომელმაც საზღვარგარეთ ითამაშა.

 

გულშემატკივრები მას საშინლად მოექცნენ და კლუბმა მხარი არ დაუჭირა. რეალს ეს არ ეკადრება.

 

როცა 7 წლის მანძილზე გუნდისთვის ამდენს გააკეთებ, მათ შენი ნაფეხურები უნდა კოცნონ," - თქვა აგენტმა.