დენვერის ჯეკპოტი

ჯამალ მარიმ ბოლო წუთებზე ლეიკერსს ორი სამიანი ხია. ჯერ ერთი, როდესაც ლეიკერსმა -20 ოთხ ქულამდე დაიყვანა.

შემდეგ, ჯიუტმა და მიმწოლმა ბიჭმა პოლ მილსეპი მონახა და კიდევ ერთი ხიჭვი ლეიკერსს.

კალიფორნიული მანქანაის სასახლეში ბოლო ლურსმანიც მარისგან ჩაიჭედა - სამიანი, რომელმაც დაასაფლავა ლებრონ ჯეიმსის ბანდა.

114:106 და სერია გაცოცხლდა. ლეიკერსი ჯერ იგებს (2:1), მაგრამ ეს დენვერი საოცარი გუნდია. მოკლედ, ვნახოთ. იდეაში, უნდა წამოიღოს.

ლეიკერსს გაუმართლა წინა ტესტში. როდესაც გუნდმა დაუშვა 24 შეცდომა და მაინც გაქაჩა. როდესაც ნიკოლა იოკიჩმა დენვერის ბოლო 11 ქულა დააგროვა და ენტონი დევისმა სირენასთან ერთად ჩააგდო. როდესაც ლებრონ ჯეიმსმა მხოლოდ პირველ მეოთხედში დაგლიჯა.

ამ, მესამე ჩეხვაში დენვერი ცოცხალი იყო.

ბოლო მეოთხედში ნაგეთსმა კინაღამ კლიპერსი გააკეთა - წაიყვანა 20 ქულა და ლეიკერსს 19:2 გაქცევა შეასრულებინა. და, შემდეგ დაიწყო მარის ის პერიოდი.

ლებრონი ძალიან კარგი იყო. 30 ქულა, 11 პასი, 10 მოხსნა. ლებრონის 26-ე სამმაგი დუბლი ფლეი ოფში. და, პირველზე მეჯიქია (30). შემდეგ სეზონში ჯეიმსი მეჯიქსაც მოხსნის.

ლეიკერსს აკლდა დაცვა. და, დენვერმა გადახსნა ოდნავ ბრექი მოწინააღმდეგე. ლეიკერსი მხოლოდ ზონური დაცვით იღებდა ასაღებს, მაგრამ ამ დაცვას მთელი მატჩი ვერ დააყენებ, სარისკოა. ამ დაცვამ ბოლო მეოთხედში გაქაჩა. მანამდე დენვერი ელეგანტურად კლავდა ლეიკერსს.

იოკიჩი იყო კრეატიული და დომინანტი (22, 10 მოხსნა, 5 პასი).

ჯერამი გრანტმა 26 ქულით და 10 ზუსტი საჯარიმოთი ფლეი ოფში კარიერის ორი რეკორდი დასვა.

და, დენვერმა დახურა პერიმეტრი. ლეიკერსმა 26 სამიანიდან 6 გამოიყენა. არ მოსულა. ცოტაა.

ლეიკერსიც ცოტა იყო. დენვერი სერიაშია.

ველოდებით მეოთხე ეპიზოდს. იმპერიამ დარტყმა უნდა დააბრუნოს.