უეფამ ნომინანტები დაასახელა

უეფამ იმ 3 ფეხბურთელის ვინაობა დაასახელა, რომელთაგან ერთერთს 2019-20 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელებენ. სამეულში ბაიერნის გოლეადორი რობერტ ლევანდოვსკი, მისი თანაგუნდელი მანუელ ნოიერი და სიტის ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი არიან. საგულისხმოა, რომ სამეულში არც კრიშტიანუ რონალდუ და არც ლეო მესი არიან.

 

სამივე მათგანს ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა და მათი სამეულში მოხვედრა სავსებით ლოგიკურია. ლევანდოვსკიმ 47 მატჩში 55 გოლი გაიტანა და ყველგან ბომარდირი გახდა სადაც მონაწილეობა მიიღო, მანუელ ნოიერმა მორიგი შესანიშნავი სეზონი ჩაატარა და გუნდის წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა, რაც შეეხება დე ბრუინს, სიტის შუახაზელმა პრემიერლიგის წინა გათამაშებაში 13 გოლთან ერთად 20 საგოლე გადაცემაც მიითვალა. 

 

რაც შეეხებათ საუკეთესო მწვრთნელებს, ამ პრიზისთვის იურგენ კლოპი, ჰანს ფლიკი და იულიან ნაგელსმანი იბრძოლებენ. კლოპმა ლივერპულის ფანების ოცნება აასრულა და გუნდს პრემიერლიგა მოაგებინა, ფლიკმა ბაიერნთან ერთად ტრებლი მოიგო, ნაგელსმანმა კი ლაიფციგი ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში გაიყვანა, რაც უდიდესი წარმატებაა. 

 

აღნიშნულ ნობიმაციებში გამარჯვებულები პირველ ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრის შემდეგ გამოვლინდებიან. 

საბა საბანაძე 23 სექტემბერი 2020 -16:34