თორნიკე შენგელია: მტკიოდა, მაგრამ უკეთ ვარ

ცსკამ ასტანასთან გასვლაზე 93:60 დასვა. ცსკა სხვა დონეზეა. ეს იყო VTB ლიგის პირველი მატჩი ახალ სეზონში.

სამწუხაროდ, მეოთხე წუთზე ტრავმა მიიღო თორნიკე შენგელიამ.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მუხლი იტკინა.

თოკომ 3 წუთში (და, 19 წამში) 2 ქულა და 2 მოხსნა აკრიფა.

თოკოს ეგრევე დავუკავშირდით.

თორნიკე შენგელია: მტკიოდა, მაგრამ უკეთ ვარ. ხვალ ჩამიტარებენ გამოკვლევას და ყველაფერი უკეთ მეცოდინება. გუნდს რაც შეეხება, მოხარული ვარ, რომ სეზონი მოგებით დავიწყეთ. ყველა ხედავს, რა მიმართულებით არის სამუშაო და მჯერა, რომ ყველაფერი ეტაპობრივად გაუმჯობესდება.

ცსკა შემდეგ ტესტში პარმას დაელაპარაკება.

ასტანასთან 21 ქულა და 10 მაიკ ჯეიმსმა გლიჯა. ცსკამ დანი ჰეკეტი და იოჰანეს ფოიტმანი დაასვენა.

წარმატებები, თოკო!