ოფიციალურად : ლუის სუარესი მადრიდის "ატლეტიკოს" ფეხბურთელია

კატალონიის "ბარსელონას" აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელი ლუის სუარესი კარიერას მადრიდის "ატლეტიკოში" გააგრძელებს. "ბარსელონა" ურუგვაელს ოფიციალურად დაემშვიდობა, მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით დედაქალაქელებს სუარესის სანაცვლოდ 6 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ.

 

სუარესი ბარსელონაში 2014 წელს გადავიდა, ესპანურმა გრანდმა მის სანაცვლოდ 81 მილიონი ევრო გადაიხადა. 6 წლის მანძილზე ურუგვაელმა 191- ჯერ მოირგო "ბარსელონას" მაისური და მეტოქეთა კარი 147-ჯერ დალაშქრა

dima nebieridze 24 სექტემბერი 2020 -02:30