დინო დონეა... სხვებთან შედარებით

აი, ეს მართლაც მაგარი ლეგიონერი იყო: საჩხერის ჩიხურას მეკარე დინო ჰამზიჩი. ბოსნიელი გოლკიპერი წლეულს წავიდა გუნდიდან და გუშინ სარაევოს ოლიმპიკთან გააფორმა კონტრაქტი. ეს გუნდი ბოსნიის უმაღლეს ლიგაში ბოლო ადგილზეა. ბოლოზეა მისი ყოფილი კლუბი ჩიხურაც: სოსო ფრუიძის წასვლამ დაღი დაასვა, პლუს, შემადგენლობაც აშკარად დასუსტდა.

 

32 წლის ჰამზიჩმა ოთხი წელი გაატარა ჩიხურაში და კარგი სახელიც დატოვა. არიან უცხოელები, რომლებიც აშკარად აკლდებიან საქართველოს ჩემპიონატს და ჰამზიჩიც მათ შორისაა. მასზე ნამდვილად ვერ იტყოდი, რომ ადგილობრივებს ვერ სჯობდა და ქართველის ადგილს იკავებდა. ასეთს ბევრზე იტყვი, დინოზე - ვერა.

 

კარგი იქნებოდა, რომელიმე ქართულ გუნდს გადაეყვანა ბოსნიელი.  თავადვე ჰქონდა სურვილი, მაგრამ...