ბარსელონა - ახალი ტალანტი აიაქსიდან

ესპანური პრესის ცნობით, ბარსელონა უახლოეს დღეებში გამოაცხადებს ახალ ტრანსფერზე: აიაქსიდან ყიდულობს 19 წლის მარჯვენა მცველს. მისი სახელ-გვარია სერჟინიო დესტი, ამერიკელია და სავარაუდო სატრანსფერო ღირებულება 25 მილიონი ევროა.

 

დესტმა გასულ სეზონში აიაქსის მაისურით 36 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 6 ასისტიც დაამატა. ეს ბიჭი შეცვლის ვულვერჰემპტონში გადასულ ნელსონ სემედუს.

 

დესტი ნიდერლანდებში დაიბადა და 17 წლის ასაკიდან აიაქსის სტრუქტურაშია. შარშან დააწინაურეს მთავარ გუნდში და ერედივიზიონში იფრინა კიდეც.

 

ორი კვირის წინ იწერებოდა, რომ დესტი ბაიერნში გადადიოდა, თუმცა შეთანხმება ვერ მოხერხდა. ბაიერნმა 15 მილიონზე მეტის გადახდაზე უარი განაცხადა. მერე კი გამოჩნდა ბარსა... ისინი კი  აიაქსიდან ფეხბურთელების შეძენაში ჩემპიონები არიან.