ზამთრის თასი: თურქეთი ჩემპიონი, კალაძე ბომბარდირი

 ზამთრის თასი–2019 დასრულდა. ლეგენდების ტურნირზე ჩემპიონი თურქეთი გახდა, რომელმაც ფინალში 2:1 სძლია ესპანეთს.

საინტერესოა, რომ თურქეთს ჯგუფში საქართველომ აჯობა (5:3), მაგრამ ჩვენებმა ნახევარფინალი წააგეს ესპანეთთან (6:6 და პენალტებში 4:5), ხოლო თურქებმა უკრაინას აჯობეს და მერე ფინალშიც იმარჯვეს. საბოლოოდ, საქართველო მესამეზე გავიდა.

 

აქვე შეგახსენებთ, ქართულ გუნდებს შორის, ცხინვალი გახდა ჩემპიონი. ეს ძირითად ტურნირზე. 15–წლამდე ტურნირზე კი თბილისის დინამომ არავის დაუთმო პირველობა.

 

ლეგენდების ტურნირზე საუკეთესო ბომბარდირი გახდა კახა კალაძე (9 გოლით).




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.