ტოჩინოშინს მოგება მოპარეს? - სამსაჯო კონსილიუმმა გადაწყვეტილება შეცვალა (ვიდეო)

აკი (სექტემბრის) ბაშოს მე-13 დღეს, ქართველ გულშემატკივარს დეჟა ვუ ჰქონდა. გახსოვთ ასანოიამასთან ის სკანდალური შერკინება? ეს შეხვედრაც ძალიან ჰგავდა. მაშინ თუ დარწმუენბულები ვიყავით, რომ ლევანს ტავარას (დოჰიოზე შემოვლებული თიხის წნელი) მიღმა ფეხი არ დაუდგამს, ახლა ამას 100%-ით ვერ ვამბობთ. თქვენ როგორ ხედავთ? გიოჯიმ (მსაჯმა) გამარჯვება ტოჩინოშინს მისცა, თუმცა მონოიმ (სამსაჯო კონსილიუმი) ის შეცვალა...

 

ამ დღის შემდეგ, ქართველის შედეგი ასეთია: 5 მოგება და 8 მარცხია.

 

უარყოფითი ბალანსი გაფორმებულია...

 

ხვალ დასავლეთის მეორე მაეგაშირა ტამავაშია.