ქართველების ორი გუნდი ევროთასების ფინალში

ევროთასების ყველაზე პრესტიჟულ, ჩემპიონთა თასის გათამაშების ფინალში ქართველ მორაგბეთა ერთი გუნდი, გურამ გოგიჩაშვილის რასინგი გავიდა.  პარიზელებმა ნახევარფინალში ევროპის საუკეთესო გუნდი ინგლისური სარასენზი საკუთარ მოედანზე დაამარცხეს - 19:15. გოგიჩაშვილი მატჩის განაცხადში არ იყო.

 

რასინგის მეტოქე ფინალში, რომელიც ბრისტოლში გაიმართება, ასევე ინგლისური ექსეტერი იქნება, რომელმაც თავის მხრივ ნახევარფინალში ფრენგულ გრანდს, ტულუზს სძლია - 28:18.

 

ქართველ მორაგბეთა ერთი გუნდი ითამაშებს ჩელენ კაპის ფინალშიც. ბექა გიგაშვილის ტულონმა შინ დაამარცხა შალვა მამუკაშვილის ლესტერ ტაიგერზი - 34:19. გიგაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 61-ე წუთზე შეცვალეს. მამუკაშვილის არ უთამაშია.

 

ფინალში ტულონელები ინგლისურ ბრისტოლს დაუპირისპირდებიან, რომელმაც ნახევარფინალში ლექსო ყულაშვილის, ბექა გორგაძისა და ლაშა ტაბიძის ბორდო დამატებით დროში დაამარცხა - 37:20. ქართველი მორაგბეებიდან მხოლოდ ყაულაშვილმა ითამაშა.

გიგო გოგოლაძე 27 სექტემბერი 2020 -12:50