ვერცხლის მედალი მსოფლიო თასზე

საქართველოს კანოეს ეროვნული ნაკრების ლიდერმა - ზაზა ნადირაძემ, უნგრეთის ქალაქ სეგედში მიმდინარე ნიჩბოსანთა მსოფლიო თასზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

 

ნადირაძემ 200 მეტრ დისტანციაზე ნახევარფინალურ გაცურვაში პირველი ადგილი დაიკავა, ფინალში კი მანძილი 40.38 წამში დაფარა და საბოლოოდ მეორე ადგილზე გავიდა. 

 

 უნგრეთის მსოფლიო თასზე, 200 მეტრ დისტანციის ფინალში, საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრი - მურმან მალანიაც მოხვდა, რომელმაც ფინალური გაცურვა მერვე ადგილზე დაასრულა.

გიგო გოგოლაძე 27 სექტემბერი 2020 -16:57