სანაძის ბრწყინვალე დებიუტი

შემდეგ ტურში, 20 იანვარს, “რადომი” “სლემ სტალ ოსტროვს” უმასპინძლებს

დუდა სანაძის ბრწყივალე დებიუტი პოლონეთის უმაღლეს ლიგაში. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა სეზონის ბოლომდე კონტრაქტი “რადომ როსასთან” გააფორმა და პოლონეთის ჩემპიონატის მატჩში ახალ კლუბში დებიუტი ჰქონდა. “რადომი” სტუმრად ” ლიუბინის “სტარტს” შეხვდა და 91:109 დამარცხდა, ქართველი ლეგიონერი კი 21 ქულით თავის გუნდში ბომბარდირი გახდა.

 

სანაძე სასტარტოში არ ყოფილა, თუმცა მოედანზე 27:24 წუთი გაატარა. 21 ქულასთან ერთად სანაძემ 3 მოხსნა 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. 

 

შემდეგ ტურში, 20 იანვარს, “რადომი” “სლემ სტალ ოსტროვს” უმასპინძლებს.