ენდე მენდის...

 

 

 

 

 

 

 

2018 წლის ზაფხულში ჩელსიმ ბილბაოს ატლეტიკიდან კეპა არისაბალაგა 80 მილიონ ევროდ შეიძინა. შედეგად, ესპანელი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მეკარე გახდა. ანუ, ლურჯებმა ბასკ ფეხბურთელში მეტი გადაიხადეს, ვიდრე ლივერპულმა ალისონში. მაგრამ ბრაზილიელისგან განსხვავებით, კეპამ მოლოდინი ვერ გაამართლა.

 

Chelsea agree £22m Edouard Mendy fee - reports - Eurosport

 

პირველ სეზონს კიდევ არა უშავდა, თუ არ ჩავთვლით ერთ უცნაურ ეპიზოდს. ინგლისის თასის ფინალში, მან. სიტის წინააღმდეგ. ლურჯების მაშინდელმა დამრიგებელმა, მაურიციო სარიმ, ბასკის შეცვლა განიზრახა, მაგრამ კეპამ მოედნის დატოვებაზე უარი განაცხადა. ამას იტალიელი სპეციალისტის ისტერიკა მოჰყვა.

წინასეზონში კი შეცდომებს უმატა. შედეგად, ფრენკ ლამპარდმა რამდენიმე შეხვედრაში სათადარიგოთა სკამზე დასვა.

ახლახან დაწყებულ პრემიერლიგაში კეპას მორიგი შანსი მისცეს, მაგრამ ლივერპულის წინააღმდეგ ისეთი ბავშვური შეცდომა დაუშვა, ალბათ მისი ლონდონური კარიერა ამით დასრულდა.

რამდენიმე დღეში ჩელსიმ ფრანგული რენის 28 წლის კიპერი, ედუარ მენდი გადაიბირა. მოთამაშე, რომელსაც ფართო საფეხბურთო საზოგადოება კარგად არ იცნობს, თუმცა ექსპერტები მიიჩნევენ, რომ არისტოკრატებმა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე შეიძინეს.

 

New Chelsea goalkeeper Edouard Mendy has had a remarkable journey

 

ვინ არის ედუარ მენდი?

ჩელსი მისით პირველად ერთი თვის წინ დაინტერესდა. ედუარში არისტოკრატები 20 მილიონ ევროს იხდიდნენ. თუმცა ფრანგული კლუბი 6 მილიონით მეტს იხოვდა. საბოლოოდ 24 მილიონზე  შეთანხმდნენ. პლუს ლონდონელები სხვადასხვა ბონუსის სახით კიდევ 6 მილიონ ევრომდე გადაიხდიან.

ედუარი საფრანგეთის ჩრდილოეთში, მონტივილში დაიბადა. დედა წარმოშობით სენეგალიდანაა, მამა კი გვინეა-ბისაუდან იყო.

13 წლისამ თამაში ჰავრის უნივერსიტეტის ახალგაზრდულ აკადემიაში დაიწყო. საფეხბურთო კარიერა კი საფრანგეთის მესამე დივიზიონის შერბურში. მერე იყო მარსელის დუბლშემადგენლობა და რეიმსი, რომელსაც ლიგა 2-ის მოგებაში დაეხმარა.

2019 წლის ზაფხულში ის რენმა იყიდა 4 მილიონ ევროდ.  ედუარი სულ უფრო თავდაჯერებული და შეუვალი ხდებოდა. გასულ სეზონში მან კარში დარტყმების 78, 4 პროცენტი მოიგერია (კეპამ 54,5 პროცენტი), რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო აღმოჩნდა არა მარტო საფრანგეთში, არამედ ევროპულ ტოპ  ჩემპიონატებში.

საინტერესოა, მისი ეროვნულ გუნდში დებიუტის ამბავი. 2016 წელს ის გვინეა-ბისაუს ნაკრებში გამოიძახეს პორტუგალიურ ბელენენსეშთან და ეშტორილთან ამხანაგური მატჩების სათამაშოდ. მამამისი ამ დროს ძალიან ცუდად, ფაქტობრივად, სიკვდილის პირას იყო და ედუარმა მის საპატივცემულოდ ისტორიული სამშობლოს ნაკრებში თამაში გადაწყვიტა.

 

Kepa's future in doubt as Chelsea closes in on new goalkeeper - Sportsnet.ca

 

მამის გარდაცვალების შემდეგ, ის გვინეა-ბისაუს ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში გამოიძახეს, რომელიც 2017 წლის აფრიკის ერთა თასისთვის ემზადებოდა. მაგრამ შეთავაზება უარყო და განაცხადა, რომ დედულეთის, სენეგალის ეროვნულ გუნდში თამაში სურდა. 2018 წლის ნოემბერში მან პირველად მოირგო სენეგალის ნაკრების მაისურა ეკვატორული გვინეის წინააღმდეგ (1:0).

როგორც ჩანს, უახლოეს დღეებში მისთვის ახალი, გაცილებით საინტერესო და სახელიანი ცხოვრება დაიწყება.

მოკლედ, ხუმრობა-ხუმრობაში, მენდი საფეხბურთო გვარი გახდა. მინიმუმ სამი ვიცით - სიტის ბენჟამინ მენდი, მადრიდის რეალის ფერლანდ მენდი (ორივე მარცხენა მცველია) და ახლა ედუარ მენდი.