შუმახერის გვარი ფორმულა 1-ში ბრუნდება

მიკ შუმახერი, რომელიც დიდი მრბოლელის, მიხაელ შუმახერის შვილია, ფორმულა 1-ში იასპარეზებს.

 

გერმანელი 9-11 ოქტომბერს ნიურბურგრინგის ტრასაზე, Alpha Romeo-ს გუნდის სახელით, რბოლამდე გასამართ FP1(Free Practice 1) მიიღებს მონაწილეობას. 

 

მიკი ამჟამად Formula 2-ში გამოდის და საერთო ჩათვლას 191 ქულით ლიდერობს. მან მიმდინარე სეზონში 2 გრან-პრი, მონცა და სოჭი მოიგო. 

 

მომავალი სეზონიდან მიკ შუმახერი დიდი ალბათობით ალფა რომეოს შეუერთდება და იტალიელ ანტონიო ჯოვინაცის ჩაანაცვლებს, მისი მეწყვილე კი ლეგენდარული ფინელი მრბოლელი კიმი რაიკონენი იქნება. 

კაკი ყიფშიძე 30 სექტემბერი 2020 -18:33