მილანის ჰაუ

ნორვეგიული ბოდო გლიმტის 20 წლის შემტევი, იენს პეტერ ჰაუგე მილანის ფეხბურთელი გახდა. 

კონტრაქტი ხუთწლიანია. ტრანსფერის ღირებულება არ ცხადდება, თუმცა იტალიური მედია 5 მილიონ ევროს ასახელებს.

შეგახსენებთ, რომ მილანმა ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბოდო გლიმტს 3:2 მოუგო და ნორვეგიელთაგან ერთი გოლი სწორედ ჰაუგემ გაიტანა.

პლეი ოფის რაუნდში მილანელთა მეტოქე პორტუგალიური რიუ ავე გახლავთ. მატჩი დღეს, 1 ოქტომბერს გაიმართება ვია დუ კონდეში და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.