ჰონდა ფორმულა 1-ს ტოვებს

ჰონდას შოკისმომგვრელი განცხადების შემდეგ, Red Bull და AplhaTauri ახალ ძრავს ეძებენ. იაპონური კომპანია ფორმულა 1-ს 2021 წლის სეზონის შემდეგ დატოვებს.

 

ჰონდა ფორმულა 1-ში 2015 წელს, McLaren-თან ერთად დაბრუნდა, მაგრამ არც ისე სახარბიელო შედეგების გამო მათი გზები გაიყარა. 2018 წელს კი ისინი Toro Rosso-ს შეუერთდნენ, შემდეგ კი Red Bull-ს.

 

თითქმის 3 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ, ჰონდას ძრავებმა 5 გრან-პრი მოიგეს.

 

იაპონელების ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ფორმულა 1-ში მხოლოდ 3 ძრავის მწარმოებელი კომპანია დარჩება: მერსედესი, ფერარი და რენო.

კაკი ყიფშიძე 02 ოქტომბერი 2020 -21:09