67 x 57

 

 

 

 

 

 

 

უცნაური ამბავი მოხდა კვირა საღამოს ბირმინგემის ვილა პარკზე. ასტონ ვილამ, რომელიც გასულ სეზონში ბეწვზე გადაურჩა პრემიერლიგიდან გავარდნას, 7:2 მოუგო ჩემპიონ ლივერპულს, რომელმაც მეორე ადგილზე გასულ მან. სიტის 18 ქულით გაუსწრო...

ეკრანზე ფართო პლანით ჩანდა, როგორ ეღიმებოდა იურგენ კლოპს მეოთხე და მეხუთე გაშვებული გოლების შემდეგ. ეს იყო გაოგნებული ადამიანის ღიმილი, რომელიც ცხარე ცრემლით ტირილს უფრო მოგაგონებდათ.

კლოპს მერსისაიდში მუშაობის ხუთი წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი საღამო ედგა. ახლა მან ბევრი უნდა იფიქროს, რა მოხდა, ეს იყო შემთხვევითობა, თუ საგანგაშო ნიშანი.

 

Villa striker Ollie Watkins (right) celebrates after completing his hat-trick against Liverpool

 

ჩვენმა ბრიტანელმა კოლეგებმა გამოითვალეს, რომ ინგლისის მოქმედ ჩემპიონს შვიდი ბურთი 1953 წლის შემდეგ, ანუ 67 წლის განმავლობაში აღარ გაუშვია (მაშინ არსენალმა „ივაჟკაცა“). თავად ლივერპულს კი 57 წელი აღარ გაეშვა ამდენი.

მართალია, ლივერპულს ობიექტური პრობლემები აქვს: დაშავებულები არიან მეკარე ალისონ ბეკერი, ახალწვეული კოსტას ციმიკასი, ჟოელ მატიპი და ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი. კორონავირუსი აღმოაჩნდათ კიდევ ერთ ახალწვეულ ტიაგუ ალკანტარას და გუნდის ლიდერ სადიო მანეს. თუმცა, ეს ვერაფრით გაამართლებს იმას, რაც მერსისაიდელებს დაემართათ.

ასტონ ვილას კი შესანიშნავი სტარტი გამოუვიდა. სამი მატჩი, სამი მოგება და მეორე ადგილი. დინ სმიტმა კარგად იმუშავა, შესანიშნავად გამოიყურებიან ჯეკ გრილიში, ახალწვეული როს ბარკლი და ჰეთ თრიქის ავტორი ოლი უოტკინსი.

ლივერპული კი ისეთი ცუდი იყო, რომ მათზე ყურადღების გამახვილება მართლაც ღირს. კაცს რომ პირველად ეცქირა ფეხბურთისთვის და მისთვის გეთქვათ შავფორმიანები მოქმედი ჩემპიონები არიანო, სიცილით გაიგუდებოდა.

 

Mohamed Salah (centre) and James Milner (left) appear dejected after Villa's seventh goal

 

ყველაფერი სათადარიგო მეკარის, ადრიანის ბავშვური შეცდომით დაიწყო, მერე კი მიჰყა და მიჰყვა. ძირითადი მეკარის არყოფნა მერსისაიდელთათვის მართლაც კატასტროფის ტოლფასია. ალისონმა შაბათს ვარჯიზე მხარი დაიზიანა და დახლოებით ექვსი კვირა გაუცდება. ანუ ჩემპიონთა ლიგის სტარტს, ასევე ევერტონთან და მან. სიტისთან პრემიელიგის ორ უმნიშვნელოვანეს მატჩს გამოტოვებს.

„ძალიან მოულოდნელი იყო, მაგრამ ეს მოხდა. ყველაფერი გავაკეთეთ, რაც ფეხბურთში არ უნდა გააკეთო. პერსონალურად ვერავის დავადანაშაულებ. ახლა მთავარია როგორ დასკვნებს გამოვიტანთ. ბიჭები საკმაოდ თვითკრიტიკულები არიან, იციან, რომ ცოტ-ცოტა ბრალი ყველას მიუძღვის. ასტონ ვილამ კი შესანიშნავად ითამაშა. თუ ასე გააგრძელეს, შეიძლება ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვისაც იბრძოლონ.“ - თქვა შემდეგ კლოპმა.

მეკარის პრობლემა წითლებისთვის მართლაც სერიოზულია. თუ ალისონი არ არის, ელოდე უსიამოვნებებს. კარიუსის არ იყოს, რომელსაც გერმანელი სპეციალისტი თავის უცუდეს შენაძენად მიიჩნევს.

 

A giant screen at Villa Park displays the final scoreline after Liverpool's capitulation on Sunday

 

გახსოვთ, ალბათ, გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩი ატლეტიკოსთან. მერსისაიდელები 2:0 იგებდნენ და მაშინაც ადრიანის შეცდომამ გადაწყვიტა მატჩის ბედი, როცა მარკოს ლიორენტეს შორიდან დარტმული ვერ მოიგერია.

გასულ კვირას ლივერპულმა 17 წლის ბრაზილიელი მეკარე,  მარსელო პიტალუგა გადაიბირა ფლუმინენსედან.  ყმაწვილს სამწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს. მაგრამ პიტალუგა ჯერ ძალიან ნორჩია.