ბარსელონამ ფორვარდები პრემიერლიგიდან აარჩია

ესპანური გრანდი კვლავ თავდამსხმელის ძიებაშია. ვალვერდეს გუნდმა ფეხბურთელების დამატება ამჯერად ნისლიანი ალბიონიდან მოინდომა.

არახალია, რომ კატალონიის ბარსელონას თავდამსხმელის დამატება უნდა. ესპანელებმა რამდენიმე ფეხბურთელს დაადგეს თვალი, თუმცა ჯერ კონკრეტული არაფერი ჩანს.

 

Sky Sport-ის ინფორმაციით, ბლაუგრანას ახალი სამიზნე ტოტენჰემის ფორვარდი ფერნანდო ლორენტეა. ცნობილია, რომ ესპანური გრანდის მესვეურები მის გადაბირებას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას შეეცდებიან. აქვე გეტყვით, რომ ბარსელონას უფროსობას ლორენტეს გარდა ალვარო მორატას შეძენაც სურს.

 

თავის მხრივ დეზების დატოვებაზე თავად ფორვარდიც უნდა ფიქრობდეს. მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად მან მხოლოდ 240 წუთი ითამაშა და 4 გოლს მოუყარა თავი.