ენდი მარი: იქნებ კიდევ შევხვდეთ...

მიდის თუ არ მიდის? 

მას ბევრი შოტლანდიის სიამაყედ მიიჩნევს. შესაძლოა ასეც იყოს. ენდი მარი უდიდესი ჩოგბურთელია, რომელიც ჯერ-ჯერობით ერთადერთი ბრიტანელია რომელმაც უიმბლდონის მოგება შეძლო. მელბურნში დაწყებულ ავსტრალიის ღია პირველობაზე კი ენდიმ სასტარტო მატჩი ბაუტისტა აგუტთან წააგო. 5 სეტიან თრილერში გამარჯვებული ესპანელი გამოვიდა და ყველას ეგონა, რომ ეს მარის ბოლო მატჩი იქნებოდა კარიერაში. მარიმ ხომ პრესკონფერენციაზე აღნიშნა ალბათ ეს სეზონი ჩემთვის ბოლო იყოს და არ გამოვრიცხავ კარიერა მელბურნში დავასრულოო.

 

მოკლედ, ენდი მარი თან დაგვემშვიდობა და თან არა. აი, რა თქვა მან ბაუტისტა აგუტთან წაგების შემდეგ:

 

„მელბურნში ყოველთვის კარგად ვთამაშობდი. მე მიყვარს აქაურობა. შესაძლოა ერთმანეთს კიდევ შევხვდეთ და საამისოდ ყველაფერს გავაკეთებ. ახლა კიდევ ერთი ოპერაციისთვის ვემზადები, რომლის შემდეგაც რეაბილიტაცია და დაბრუნება რთული იქნება, მაგრამ მე მაქსიმუმს გავაკეთენ, რათა კორტზე კვლავ გამოვიდე“ .

 

მოკლედ, დაველოდოთ როგორ განვითარდება მოვლენები. ფაქტია, რომ ენდი მარის კარიერა ოფიციალურად არ დაუსრულებია.