ცსკა, თორნიკე და ჰერბერტი

ცსკა გრანდია.

ხანდახან, ორ თვეში ერთხელ ეს გუნდი ვითიბი ლიგაზე წააგებს. აზრზე მოსასვლელად, მოტივაციის დასაბრუნებლად. უფრო, მოიგებს და ამას ენერგიის დაზოგვით გააკეთებს. რომ მკვლელი მატჩებისთვის მზად იყოს.

თორნიკე შენგელია ავტოდორთან სასტარტოში იდგა. და, ჩვეულებრივ დროში (18:43) 8 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა აკრიფა. ცსკამ დაკუჭა ავტოდორი და თოკომ აქ ეპიზოდური როლი მიიღო. დიმიტრის იტუდისმა ასე გადაწყვიტა.

 

ცსკამ 100:66 დააჭირა ფეხი ავტოდორს. 

 

მწვრთნელმა სხვები აუშვა. სხვები დაგეშა სუსტი ოპონენტისთვის კანის ასათლელად. ავტოდორში არიან ლეგიონერები, მაგრამ ეს გუნდი მაინც, მეორე ეშელონიდან არის.

თოკოს დავუბრუნდეთ. ჩვენმა ბიჭმა 2 სამიანიდან 1 გამოიყენა და 4 საშუალოდან - 2. ჩვეულებრივი პროცენტი. თოკო მოუმატებს იქ, სადაც გუნდს პრობლემები შეექმნება. თოკო ავტოდორებთან დაისვენებს. და, ამ დროშ თოკომ მაინც აჭრა მეორე გუნდი. 

და, ავტოდორს მაინც წარმატებას ვუსურვებთ.

ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი არის გორდონ ჰერბერტი. მწვრთნელი, რომელმაც ბევრი მისცა საქართველოს ნაკრებს. პირველ რიგში - პროფესიონალიზმი. გორდონი გვახსოვს, გვიყვარს და გორდონმა დაიწყო ის გზა, რომელიც სხვა არაქართველმა მწვრთნელებმა გააგრძელეს.

თოკო ჰერბერტის ნაკრებში არ იყო. და, თოკომ ალბათ იცის, რა გააკეთა ჰერბერტმა. გერმანიაში (სქაილაინერზი) მუშაობის დროს, ჰერბერტი გახდა ბუნდესლიგის ჩემპიონი და მოიგო ევროთასი. სეზონის საუკეთესო მწვრთნელი გერმანიის ლიგაში (2016). და, უბრალოდ ჩვენი კარგი მეგობარი.

ცსკაზე ახალს ჯერ ვერაფერს ვერ გეტყვით. მოსაგები მოგებულია.

ველოდებით თოკოს და ცსკას ჩეხვებს რეალურ, პრინციპულ მოწინააღმდეგესთან. იქ, სადაც იტუდისი ლიდერებს არ დაზოგავს.

იქ რეალურად წამოიღებს.