ვოზნიაცკი დაცვას შეუდგა

დანიელმა ლამაზმანმა რიხით დაიწყო

 კაროლინ ვოზნიაცკი ავსტრალიის ღია პირველობის შარშანდელი ჩემპიონია. დანიელმა ლამაზმანმა, მელბურნში ტიტულის დაცვა წარმატებით დაიწყო.

 

ვოზნიაცკის პირველი მეტოქე ალისონ ვან ეიტვანკი გახლდათ, რომელიც მსოფლიოს52-ე ჩოგანია. წყვილის ფავორიტად ბუნებრივია ვოზნიაცკი ითვლებოდა და მანაც გულშემატკივრების იმედები გაამართლა. 28 წლის დანიელმა ჩოგბურთელმა მოწინააღმდეგე ორ სეტში - 6:3, 6:4 დაამარცხა.

 

მსოფლიოს მესამე ჩოგნის მეტოქე, მეორე წრეში შვედი იოანა ლარსონი იქნება, რომელმაც თავისმხრივ ბელარუსი ლაპკო დაამარცხა.

 




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.