მაიკლ ჯორდანი უეჭველი ისროდა?

... ითქვა სოციალურ ქსელში. მას შემდეგ, რაც ლებრონ ჯეიმსმა მაიამისთან ფინალის მეხუთე ჩეხვაში ბოლო წამებზე პასი გააკეთა. და, დენი გრინმა ვერ ჩააგდო.

ლებრონს უნდა ესროლა! მართლა?

ლებრონმა კიდევ ერთხელ აარიდა თავი ბოლო სროლას და უდიდეს ზეწოლას? მერამდენედ, ისე, რამე რომ იყოს?

ვის აქვს ყველაზე მეტი გადამწყვეტი ზუსტი სროლა NBA-ს ფლეი ოფის ისტორიაში? ანუ, სროლა, რომელმაც სირენასთან ერთად მოიგო თამაში.

მაიკლ ჯორდანს? არა.

კობი ბრაიანტს? საერთოდ არა.

 

ლებრონ ჯეიმსს! 5!! მეფეს!!!

 

ერთ-ერთი ასეთი სროლით ლებრონმა მთლიანად შეცვალა ტორონტო. ლებრონის სროლამ დამარხა დუეინ ქეისის კანადური კარიერა. ლებრონს ეს შეუძლია.

მაიკლ ჯორდანის სიდიადე იმაშიც აისახებოდა, რომ ჯორდანის გუნდები სირენამდე ბევრად ადრე იგებდნენ მატჩებს. და, იყო ეპიზოდები, როდესაც მაიკლმა ჩააგდო.

გვახსოვს კრეიგ ილო. გვახსოვს ბრაიონ რასელი.

და, იყო ეპიზოდები, როდესაც მაიკლმა არ ისროლა. ვერ ვიტყვით, რომ ვერ გარისკა (ჯორდანია, მაინც), მაგრამ საქმეს სხვებმა მიხედეს.

სტივ კერმა 1997 წლის ფინალში. კარლ მელოუნს ახსოვს.

ჯონ პაქსონმა 1993 წლის ფინალში. ჩარლზ ბარკლისაც მაგრად ახსოვს.

ლებრონი არ არის უკვდავი. ლებრონი ჯერ არ დგას მაიკლის დონეზე. მაგრამ ლებრონი კალათბურთის მთელ ისტორიას უკვე დიდი უპირატესობით უსწრებს. ჯორდანი არ ითვლება. მაიკლი ჯერ ხელშეუხებელია.

უბრალოდ, „ჯორდანი ისროდა“-ს მთქმელებისთვის, სტატისტიკა საინტერესო თემაა.

დღეს, ფინალი უნდა დაიხუროს. თუ ჯიმი ბატლერი არ არის წინააღმდეგი.